სიახლეები

აჭარა ბელარუსი ჟურნალისტების ყურადღების ცენტრშია

აჭარა ბელარუსი ჟურნალისტების ყურადღების ცენტრშია

20 აპრილი 2017

აჭარის ტურისტული შესაძლებლობებით ბელარუსი ჟურნალისტები ინტერესდებიან. მინსკის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მყოფმა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა რეგიონის ტურისტულ პოტენციალზე, აჭარაში მოგზაურობასა და დასვენების საშუალებებზე მინსკში პოპულარული რადიოების „ბელარუს“, „სპუტნიკ“ და პირველი არხის ეთერში ისაუბრა. აჭარის შესახებ სტატიები გამოაქვეყნა რეიტიგნულმა გაზეთებმა „ანტენა“ და „სბ“.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონი მინსკის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე Leisure 2017 დამოუკიდებელი სტენდით წარადგინა. ბელარუსში პოპულარულ გამოფენაზე მისულმა ვიზიტორებმა აჭარის, როგორც ტურისტულად საინტერესო ადგილის შესახებ დეტალური ინფორმაცია დეპარტამენტისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებისგან მიიღეს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ბელარუსში პიარ და სარეკლამო კამმპანიებს 2013 წლიდან ანხორციელებს. ბელარუსი დღემდე წარმოადგენს აჭარისთვის ტურისტულად მიმზიდველ ბაზარს. მიმდინარე წელს, აჭარის რეკლამირება ბელარუსში მაისიდან დაიწყება, რაც სატელევიზიო, რადიო და გარე რეკლამებს ითვალისწინებს.

Read Reviews On Tripadvisor

მულტიმედია

საავტორო უფლებები დაცულია © 2013-2016 Gobatumi.com