სიახლეები

ბათუმი ოდესა/ბათუმი ფოტოდღეებს  მასპინძლობს

ბათუმი ოდესა/ბათუმი ფოტოდღეებს მასპინძლობს

23 აგვისტო 2017

7-10 სექტემბერს, ბათუმში საერთაშორისო ფოტოფესტივალი „ოდესა-ბათუმი ფოტოდღეები“ გაიმართება. ოთხი დღის განმავლობაში ფოტოხელოვანებსა და ფოტომოყვარულებს საშუალება ეძლევათ 7 გამოფენას, სამ ღამის ჩვენებასა და მუსიკალურ პერფომანს დაესწრონ. ფესტივალზე, რომლის მთავარი თემაა დღეს/ხვალ ფოტოები წარმოდგენილი იქნება კანადიდან, უკრაინიდან, ინდოეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, ბელარუსიდან და საქართველოდან.

2017 წელს, ფესტივალის საორგანიზაციო გუნდი მთავარ ყურადღებას კონცეპტუალურ ფოტოგრაფიას დაუთმობს. გამოფენაზე პასუხი გაეცემა ისეთ შეკითხვებს როგორიცაა - რას წარმოადგენს ფოტოგრაფია და რა სახის გავლენებს განიცდის დღეს? როგორ განისაზღვრება ფოტოგრაფია უკანასკნელი დეკადების მიხედვით? როგორ ზემოქმედებს თანამედროვე ტექნოლოგიები ფოტოგრაფიაზე და რა ადგილს იკავებს ის თანამედროვე საზოგადოებაში?

აუცილებელია არა მხოლოდ გავიცნოთ მთავარი ფოტოგრაფიული სკოლების განვითარების პროცესი, არამედ გავიაზროთ თავისებური ლოგიკა და სახელოვნებო ენა თანამედროვე ესთეტიკისა, ურთიერთქმედების პრინციპები დოკუმენტური ფოტოგრაფიის კონტექსტში.

"ოდესა/ბათუმი ფოტოდღეები" ახალგაზრდა ფესტივალია, მას საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა. იგი ყოველწლიური ღონისძიებაა და ორივე ქვეყანაში იმართება - აპრილში ოდესაში, ხოლო სექტემბერში - ბათუმში. გამოფენა თანამედროვე ხელოვნების თავისუფალ სივრცეში ჩატარდება. მასზე დასწრება უფასოა.

Read Reviews On Tripadvisor

მულტიმედია

საავტორო უფლებები დაცულია © 2013-2016 Gobatumi.com