სიახლეები

''ბათუმობა'' აჭარაში 2-3 სექტემბერს გაიმართება

''ბათუმობა'' აჭარაში 2-3 სექტემბერს გაიმართება

1 სექტემბერი 2017

შაბათ-კვირას, ბათუმში სახალხო დღესასწაული „ბათუმობა“ გაიმართება. ფერადი გირლანდებითა და სპეციალური დეკორაციებით გაფორმებულ მემედ აბაშიძის გამზირსა და ევროპის მოედანზე სტუმრებს საინტერესო გასართობი პროგრამა ელოდებათ.

ღონისძიება სასულე ორკესტრის მსვლელობით და კოსტიუმირებული წარმოდგენებით დაიწყება. ტერიტორიაზე განთავსებული იქნება ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, თანამედროვე STREET ART- ის ინსტალაცია, ბათუმის ისტორიის ფოტოგამოფენა და სარკის ინსტალაცია. ასევე გაიმართება კოსტიუმირებული წარმოდგენები, თოჯინების თეატრის წარმოდგენები, საბავშვო-გასართობი თამაშები და ადგილობრივი მუსიკალური ბენდების კონცერტები. ბათუმობა კვირას, 21:00 საათზე, ევროპის მოედანზე გალა კონცერტით დასრულდება, რომელშიც მონაწილეობას ქართული შოუბიზნესის ვარსკვლავები მიიღებენ. ღონისძიების სრული პროგრამის ნახვა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე

>> ფესტივალის პროგრამა <<

Read Reviews On Tripadvisor

მულტიმედია

საავტორო უფლებები დაცულია © 2013-2016 Gobatumi.com