სიახლეები

აჭარის ა.რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ევროპის სოფლად ტურიზმის ფედერაციის წევრი გახდა

აჭარის ა.რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ევროპის სოფლად ტურიზმის ფედერაციის წევრი გახდა

9 ივნისი 2015

მიმდინარე წლის 4 ივნისს კვიპროსში ევროპის სოფლად ტურიზმის ფედერაციის (Eurogîtes) 2015 წლის გენერალურ ასამბლეაზე აჭარის ა.რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ფედერაციის ასოცირებულ წევრად მიიღეს. ფედერაციაში გაწევრიანებულია ევროპის 27 ქვეყნის 35 პროფესიული ორგანო. ფედერაცია წარმოადგენს დაახლოებით 500 000 მიკრო საწარმოს, რომლებიც 5-დან 6,5 მილიონამდე საწოლ ადგილს ითვლის.

აჭარის ა. რ ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტისათვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება არის სოფლად ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა. ბოლო წლებია დეპარტამენტი ტურიზმის ამ სფეროს განვითარებას სხვადასხვა აქტივობებით უწყობს ხელს: ეცნობა სოფლებში არსებული ტურისტული მეურნეობების პოტენციალსა და საქმიანობას; ქმნის სოფლად არსებულ ტურისტული მეურნეობების ბაზას, რომელთაც ტურისტების მიღების მცირე გამოცდილებაც კი აქვთ; ატარებს ტრენინგებს ტურისტული მეურნეობების მეპატრონეებისათვის; განათავსებს აჭარის სოფლებში ტურისტების თავისუფლად გადადგილებისათვის ტურისტულ ნიშნულებს; ყოველწლიურად გამოსცემს სოფლად ტურიზმის სარეკლამო ბროშურას, რომელიც ვრცელდება როგორ საქართველოს შიგნით, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენმა შექმნა ეკო ტურისტული რუქის ონლაინ და ბეჭდური ვერსიები, ასევე შეიმუშავა ის ტურისტული მარშრუტები, რომლებზეც გასვლა აჭარის სოფლებში ჩასულ სტუმრებს შეეძლებათ.

ევროპის სოფლად ტურიზმის ფედერაციაში გაწევრიანებით აჭარის ტურისტული მეურნეობები მოხდება სოფლად ტურიზმის საერთაშორისო საინფორმაციო ბაზაში. აჭარის ა.რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს საშუალება მიეცემა მიიღოს ევროპული გამოცდილება, დანერგოს ევროპული/საერთაშორისო სტანდარტები და მონაწილეობა მიიღოს ფედერაციის სხვადასხვა აქტივობებში, რაც ხელს შეუწყობს როგორც რეგიონის სოფლად ტურიზმის განვითარებას, ისე აჭარის რეგიონის სოფლად ტურიზმის ცნობადობის გაზრდას ევროპის მასშტაბით.

Read Reviews On Tripadvisor

მულტიმედია

საავტორო უფლებები დაცულია © 2013-2016 Gobatumi.com