სიახლეები

euronews-ი  ბათუმის ჯაზ ფესტივალს ვრცელ რეპორტაჟს უძღვნის

euronews-ი ბათუმის ჯაზ ფესტივალს ვრცელ რეპორტაჟს უძღვნის

3 აგვისტო 2017

euronews-ი გადაცემა “CULT"- ში ბათუმის ჯაზ ფესტივალს ვრცელ რეპორტაჟს უძღვნის. euronews-ის ეთერში ჯაზ ფესტივალის შესახებ გასული მასალა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისა და euronews-ს შორის გაფორმებული კონტრაქტის ნაწილია.

აღნიშნული კონტრაქტის თანახმად, euronews-ი ასევე მოამზადებს მეორე გადაცემას - ,,METROPOLITANS", რომელშიც იქნება რეპორტაჟი ბათუმზე და ზოგადად საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე.

„ჩვენი ქვეყნის პოზიტიური იმიჯისთვის და ზოგადად ტურიზმის პოპულარიზაციისთვის, უმნიშვნელვანესია ისეთი პოპულარული სატელევიზიო პლათფორმების გამოყენება, როგორიც euronews-ია. ეს კონკრეტული კონტრაქტი სექტემბრის პირველ ნახევრამდე გაგრძელდება. იგი მოიცავს, როგორც სარეკლამო რგოლების გაშვებას, ასევე რეგიონის შესახებ რეპორტაჟების მომზადებას”, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ სულხან ღლონტმა.

შეგახსენებთ, რომ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი 3 ივლისიდან სარეკლამო კამპანიას აწარმოებს euronews-ის ეთერში. აჭარის შესახებ ვიდეორგოლები ასევე ტრიალებს BBC ეთერშიც.

Read Reviews On Tripadvisor

მულტიმედია

საავტორო უფლებები დაცულია © 2013-2016 Gobatumi.com