სიახლეები

ტურისტული სააგენტოები კურორტ „გოდერძი“-ს სტუმრობენ

ტურისტული სააგენტოები კურორტ „გოდერძი“-ს სტუმრობენ

27 დეკემბერი 2016

სამთო-სათხილამურო კურორტ „გოდერძი“-ს ტურისტულ შესაძლებლობებს ტურისტული სააგენტოს წარმომადგენლები გაეცნენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების სააგენტოს ორგანიზებით 20-მდე სააგენტოს წარმომადგენელმა კურორტზე არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და კურორტის, კოტეჯებისა და საბაგიროების მენეჯმენტთან თანამშრომლობის პირობები განიხილეს. ტუროპერატორებმა სოფელ დანისპარაულში მდებარე საოჯახო-სასტუმროს სახლებიც მოინახულეს. ინფოტური კურორტ გოდერძიზე მთის კურორტების განვითარების კომპანიისა და კურორტ გოდერძის მენეჯმენტის მხარდაჭერით ჩატარდა.

სამთო-სათხილამური კურორტი გოდერძი კარგად აღჭურვილი სათხილამურო ტრასებით გამოირჩევა, რომელთა საერთო სიგრძეც 8 კილომეტრია. საბაგიროს მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 2366 მეტრია. ამ ეტაპზე დამსვენებლებს კურორტზე 7 საცხოვრებელი სასტუმროს ტიპის კოტეჯი ემსახურება, თუმცა 2018 წლიდან ამას დაემატება ორი მაღალი კლასის სასტუმრო „ალიანს რეზორტი“ და „ეიფორია სქაი თაუერი“. ალიანს რეზორტში, რომელიც 100 ნომრიანი იქნება საცურაო აუზები, ტენისის კორტები, ბავშვთა გასართობი ცენტრი, ბარი, რესტორანი, გამაჯანსაღებელი კომპლექსი, კაზინო, საკონფერენციო დარბაზი, მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომი მოეწყობა. რაც შეეხება ეიფორია სქაი თაუერს, რომელიც ასევე 100 ნომრიანი იქნება რესტორანი, საკონფერენციო დარბაზი, გამაჯანსაღებელი ცენტრი, საცურაო აუზი და სხვა ობიექტები განთავსდება. სასტუმრო კომპლექსების მშენებლობის პარალელურად დასრულდება კურორტამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციაც. კურორტი აჭარაში გასული წლის ბოლოს ამოქმედდა და დღემდე პოპულარობით სარგებლობს ტურისტებში.

Read Reviews On Tripadvisor

მულტიმედია

საავტორო უფლებები დაცულია © 2013-2016 Gobatumi.com