სიახლეები

კომპანია ეარსერვისმა თბილისი-ბათუმის მიმართულებით ფრენები დაიწყო

კომპანია ეარსერვისმა თბილისი-ბათუმის მიმართულებით ფრენები დაიწყო

7 ივლისი 2017

ავიაკომპანია ეარსერვისმა თბილისი-ბათუმის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა. ავიაკომპანია დღეს ამ მიმართულებით ფრენებს კიდევ ორჯერ განახორციელებს. ზაფხულის სეზონზე, ავიაკომპანია რეისებს ყოველ ორშაბათს, სამშაბათსა და ხუთშაბათს - დღეში ორჯერ; პარასკევსა და კვირას - დღეში სამჯერ, ხოლო ყოველ შაბათს დღეში ერთხელ შეასრულებს. ფრენები სააბის ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება. ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ტურისტული კომპანია „ვანილა სქაის“ ვებ-გვერდზე და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის სალაროში. ერთი გზის ბილეთის ღირებულება 90 ლარს შეადგენს.

>> ფრენების განრიგი <<

Read Reviews On Tripadvisor

მულტიმედია

საავტორო უფლებები დაცულია © 2013-2016 Gobatumi.com