სიახლეები

პოლონელი ჟურნალისტები აჭარის შესახებ ფილმს იღებენ

პოლონელი ჟურნალისტები აჭარის შესახებ ფილმს იღებენ

28 ივლისი 2017

პოლონელი ჟურნალისტები აჭარის შესახებ დოკუმენტურ ფილმს იღებენ. დღეს, ისინი რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში გაეცნენ. ერთკვირიანი ტურის მანძილზე ჟურნალისტები აჭარის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, ბათუმის კულტურულ-ისტორიულ ადგილებსა და პროდუქტებს გადაიღებენ. ასევე ეწვევიან ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, დელფინარიუმს, გონიოს ციხესა და მთიან აჭარას, სადაც ფილმის ფინალს გადაიღებენ.

მედიატურის შემადგენლობაში პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ვროცლავის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის თანამშრომლები იმყოფებიან. ისინი რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ორგანიზებით იმყოფებიან.

Read Reviews On Tripadvisor

მულტიმედია

საავტორო უფლებები დაცულია © 2013-2016 Gobatumi.com