გადაადგილება რეგიონის შიგნით - 7565

აჭარაში გადაადგილება მარტივი და კომფორტულია. ტურისტებს შეუძლიათ ისარგებლონ საკუთარი მანქანით ან დაიქირავონ ნებისმიერი ტიპის ავტომობილი.

პარკირების წესები

პარკირების საფასურის გადახდის შემდეგ შეგიძლიათ გააჩეროთ ავტომობილი ბათუმის ტერიტორიაზე, პარკირების ნებისმიერ ადგილას 24 საათის განმავლობაში. პარკირების საფასურის გადახდა შესაძლებელია ბანკებში, სწრაფი გადახდის აპარატებში ან ონლაინ სისტემების გამოყენებით. გადახდისას საჭიროა მიუთითოთ ავტომობილის სახელმწიფო სერია და ნომერი.

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტო - ტ.: 0 422 21 21 89; ვებ.: www.batumitransport.ge

მანქანის დაქირავება

Gela rent a car - მ.: 0 790 56 96 02; ვებ.: www.gelarentacar.com

Hertz - ტ.: 0 422 29 20 98; ვებ.: www.hertz.com

Luxury car rental - ტ.: 0 422 22 85 75; ვებ.: www.lc-rent.com

Sixt - ვებ.: www.sixt.com

გადაადგილება ტაქსით

სწრაფი და მოსახერხებელია ბათუმში ტაქსით მგზავრობა. ეს ერთადერთი საზოგადოებრივი ტრანსპორტია რომლითაც სარგებლობა 24 საათის განმავლობაშია შესაძლებილი. უფრო უსაფრთხო და მომგებიანია ტაქსომეტრით აღჭურვილი ტაქსით მგზავრობა, იმ შემთხვევაში თუ გჭირდებათ გადახდის ქვითარი ან თუ პლასტიკური ბარათით აპირებთ გადახდას წინასწარ აცნობეთ ოპერატორს ტაქსის გამოძახებისას, რადგან ყველა მანქანა არ არის აღჭურვილი სალარო აპარატითა და პოს ტერმინალით.

ფასები:

მგზავრობის საშუალო ფასი: 1 კმ - 0,90 ლარი.

გამოძახების საშუალო საფასური: 0,5 ლარი.

პოპულარული მიმართულებები:

ბათუმის აეროპორტი-ქალაქის ცენტრი - 15 ლარი

ბათუმის აეროპორტი-სასტუმრო შერეტონი / რედისონი / ჰილტონი / ინტურისტ პალასი - 15 ლარი

ბათუმის აეროპორტი-გონიო - 20 ლარი

ბათუმის აეროპორტი-კვარიათი - 20 ლარი

ბათუმის აეროპორტი-სარფი - 25 ლარი

კონტაქტები:

სითი ტაქსი - მ.: 574 26 71 71

ტაქსი 2 - მ.: 577 41 97 97

ტაქსი 555 - მ.: 577 90 59 05

ტაქსი 929 - მ.: 599 92 99 29

ტაქსი პლიუსი - მ.: 593 78 45 45

საზოგადოებრივი ტრანსპორტი

ბათუმში საზოგადოებრივი ტრანსპორის კიდევ ერთი საშუალებაა ე. წ. ყვითელი ავტობუსები. სამგზავრო ბილეთის შეძენა შესაძლებელია სავაჭრო ცენტრებსა და პრესის ჯიხურებში. მგზავრობის ღირებულება: 40 თეთრი.

ბათუმის ავტოტრანსპორტი - ტ.: 0 422 24 76 76; ვებ.: www.batauto.ge

ქალაქის მასშტაბით გადაადგილება სამარშუტო ტაქსებითაც არის შესაძლებელი, რომელიც თქვენთვის მოსახერხებელ ადგილას შეგიძლიათ გააჩეროთ. მგზავრობის ღირებულება: 40 თეთრი.

ბათუმველო

ქალაქის დათვალერების საუკეთესო საშუალებაა ველოტრანსპორტი. ბათუმველოთი სარგებლობისათვის შეგიძლიათ აირჩიოთ სხვადასხვა ხანგრძლივობისა და ფასის პაკეტები. ველოტერმინალები განთავსებულია ქალაქ ბათუმის ზღვისპირა ზოლსა და ცენტრალურ ადგილებში.

1 დღიანი პაკეტის ღირებულება შეადგენს 4 ლარს

10 დღიანი პაკეტის ღირებულება შეადგენს 10 ლარს

ერთწლიანი პაკეტის ღირებულება შეადგენს 20 ლარს

საბაგირო გზა

განსაკუთრებით შთამბეჭდავია ბათუმის საბაგირო გზით მგზავრობა, რომელიც ბათუმის სანაპიროს ფერიის მთასთან აკავშირებს. 2600 მეტრის სიგრძის საბაგირო გზაზე 8 გონდოლა მოძრაობს, საბაგირო ზოლი ზღვის დონიდან 260 მეტრის სიმაღლიდან ეშვება. საბაგირო გზით სარგებლობა 5 ლარი ღირს, ბავშვებისთვის - 3 ლარი.

ავტო და რკინიგზის სადგურები

ბათუმიდან საქართველოს სხვა რეგიონებში მოსახვედრად შეგიძლიათ ისარგებლოთ ბათუმის ახალი ავტოსადგურით, რომელიც გოგოლის 1 ნომერში მდებარეობს. კრინიგზის სადგური ბათუმიდან 6 კმ-ის მოშორებით მახინჯაურში - თბილისის გამზირზე მდებარეობს.

ბათუმის ახალი ავტოსადგური - ტ.: 0 422 24 22 44; ვებ.: www.geometro.ge

მახინჯაურის რკინიგზის სადგური - ტ.: 0 422 25 03 03; ვებ.: www.railway.ge

Read Reviews On Tripadvisor

მულტიმედია

საავტორო უფლებები დაცულია © 2013-2016 Gobatumi.com