სავიზო რეჟიმი - 5231

აღმოსავლეთ ევროპისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, ასევე აშშს, კანადის, თურქეთის, უკრაინის, რუსეთის, პოლონეთის, ბალტიისპირეთის ქვეყნების, ბელორუსიის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის და სხვა მრავალი ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში 1 წლის ვადით ჩამოსასვლელად ვიზა არ ესაჭიროებათ.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ სამგზავრო დოკუმენტის, ასევე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მიერ გაცემული პირადობის მოწმობის საფუძველზე, რომელშიც აღნიშნულია პირის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და დატანილია ფოტოსურათი.

საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 წლის ვადით უვიზოდ ყოფნის უფლება აქვთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ან მისი სპეციალიზებული სააგენტოების მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტის - ლესე-პასეს (Laissez-Passer) მფლობელ უცხოელებს.

საქართველოში ჩამოსასვლელად საჭიროა პასპორტი, რომელიც ძალაში უნდა იყოს ქვეყნაში შემოსვლიდან 6 თვის მანძილზე. სხვა ქვეყნების წარმომადგენლებმა ვიზაზე უნდა იზრუნონ საქართველოში ჩამოსვლამდე. ზოგიერთ შემთხვევაში ვიზა გაიცემა სახმელეთო საზღვრის გადაკვეთისას ან საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრენის შემდეგ.

2015 წლიდან ამუშავდა ელექტრონული ვიზის პორტალი, რომელიც ტურისტული და ბიზნესის წარმოების მიზნით მომავალ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მისცემს საშუალებას, საქართველოში შემოსასვლელი ვიზა მიიღონ საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო სამსახურში ვიზიტის გარეშე.

სავიზო რეჟიმის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ისარგებლეთ ამ ბმულით.

ბათუმში არსებული დიპლომატიური მისიები:

აზერბაიჯანი - დუმბაძის ქ. 14; ტ.: 0 422 27 67 00

ესტონეთი - გორგასალის ქ. 60; ტ.: 0 422 27 09 10

თურქეთი - ნინოშვილის ქ. 9; ტ.: 0 422 25 58 00

ირანი - ფარნავაზ მეფის ქ. 83; ტ.: 0 422 22 86 01, 0 422 22 86 02

სომხეთი - გოგებაშვილის ქ. 32; ტ.: 0 422 21 63 02

Read Reviews On Tripadvisor

მულტიმედია

საავტორო უფლებები დაცულია © 2013-2016 Gobatumi.com