ფესტივალები 2017

ბათუმის ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი

ბათუმის ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი

20 სექტემბერი 2016

აჭარაში 2012 წლიდან ყოველწლიურად ტარდება ბათუმის ფრინველთა საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც ფრინველებზე დაკვირვების მოყვარულთათვის მნიშვნელოვანი მოვლენაა და მის ფარგლებში ბევრი უცხოელი ბერდვოჩერი სტუმრობს სექტემბერში რეგიონს. ბათუმის ფრინველების საერთაშორისო ფესტივალი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მხარდაჭერით ტარდება.

ფესტივალის ფარგლებში ტარდება გასვლითი ექსკურსიები ფრინველებზე დაკვირვების ადგილებში და თემატური კონფერენციები, რომლებშიც მონაწილეობენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ექსპერტები.

25-27 სექტემბერს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალი, რომელიც რეგიონში 2011 წლიდან ტარდება ხელს უწყობს აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმის განვითარებას, ადგილობრივების ეკონომიკურ კეთილდღეობასა და გადამფრენ მტაცებელ ფრინველთა კონსერვაციას.

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია გასვლითი ლექციები და პრეზენტაციები მოწვეული და ქართველი სპეციალისტების მიერ, რომელსაც აჭარაში მოქმედი ტურისტული სააგენტოები, სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები დაესწრებიან. ღონისძიება ასევე ითვალისწინებს გასართობ, შემეცნებით ექვსკურსიებს ფრინველებზე დაკვირვებისთვის მნიშვნელოვან ტერიტორიებზე, როგორებიცაა კოლხეთის ნაციონალურ პარკი, ჭოროხის დელტა, სოფელი ჩაისუბანი, სოფელი სახალვაშო, ბათუმის ზღვისპირა პარკი და ნავსადგური. 27 სექტემბერს კი, სოფელ შუამთის სათვალთვალო პლათფორმასთან მოხდება ფესტივალისა და 2016 წლის ფრინველთა გადაფრენის შედეგების შეჯამება და სტუმრებისთვის გაცნობა.

ფესტივალი რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მხარდაჭერით 2012 წლიდან იმართება. მას მიმდინარე წელს, ბუნების კონსერვაციის საზოგადოება (SABUKO) უწევს ორგანიზებას, რომლის ხელმძღვანელსაც წელს, აჭარაში გადამფრენი ფრინველების დასცვის მიზნით გაწული სამსახურისთვის ბუნების კონსერვაციის სფეროში მსოფლიოში პრესტიჟული უიტლის ფონდის ჯილდო გადაეცა. ფესტივალი 25 სექტემბერს დაიწყება და 27 სექტემბერს დასრულდება.

ფესტივალის პროგრამის სანახავად გადადით ბმულზე.

Read Reviews On Tripadvisor

მულტიმედია

საავტორო უფლებები დაცულია © 2013-2016 Gobatumi.com