ფესტივალები 2017

ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი აჭარაში 24 სექტემბერს გაიხსნება

ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი აჭარაში 24 სექტემბერს გაიხსნება

24 სექტემბერი 2017

24-30 სექტემბერს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალი 24 სექტემბერს, საღამოს 8 საათზე, სასტუმრო ოაზისში საერთაშორისო კონფერენციით გაიხსნება, სადაც უცხოელი და ქართველი მეცნიერები და დარგით დაინტერესებული ადამიანები მტაცებელ ფრინველებზე დაკვირვების მიღწევებისა და პრობლემების შესახებ ისაუბრებენ. კონფერენცია ერთ კვირას გაგრძელდება და 30 სექტემბერს, დასკვნითი პრეზენტაციით დარულდება. მასზე დასწრება სასტუმრო ოაზისში, 20:00 საათზე (ყოველდღე) ნებისმიერ პირს შეეძლება.

ფესტივალის ფარგლებში 27, 28, 29 სექტემბერს მოეწყობა გასართობ-შემეცნებითი ექვსკურსიები ფრინველებზე დაკვირვებისთვის მნიშვნელოვან ტერიტორიებზე, როგორებიცაა სოფელი ჩაისუბანი, სოფელი სახალვაშო. ჭოროხის დელტა და კოლხეთის ნაციონალური პარკი. ფესტივალსა და გასვლით ექსკურსიებში მონაწილეობა უფასოა. მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ საინფორმაციო ტურისტულ ცენტრებში (577 90 90 93 ) ან ელექტორნულ მისამართზე goo.gl ფესტივალის მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან ბინოკლებითა და გიდის მომსახურებით.

ეკოტურიზმის ერთ-ერთ პოპულარულ მიმართულებად ქცეული ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმი აჭარაში უდიდეს პოტენციალს ფლობს. შავი ზღვის სანაპირო, კერძოდ, ბათუმის შემოგარენი "აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფნის" სახელითაა ცნობილი, სადაც ყოველწლიურად 1 000 000-ზე მეტი გადამფრენი მტაცებელი ფრინველი აღირიცხება.

აჭარას მტაცებელ ფრინველებზე დაკვირვების კუთხით მსოფლიოში მესამე ადგილი უკავია, რის გამოც რეგიონს ორინტოლოგები, ეკოტურისტები და მოხალისეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან სტუმრობენ. მაგალითად, მხოლოდ გასულ წელს, სოფელ სახალვაშოსა და ჩაისუბანში, სადაც სათვალთვალო პლატფორმებია მოწყობილი ადგილობრივ საოჯახო-სასტურმო სახლებში 1500-ზე მეტი ღამისთევა დაფიქსირდა. ტურისტების რაოდენობა განსაკუთრებით ფესტივალის განმავლობაში იზრდება.

ფესტივალი რეგიონში 2012 წლიდან ტარდება და ხელს უწყობს აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმის განვითარებას, ადგილობრივების ეკონომიკურ კეთილდღეობასა და გადამფრენ მტაცებელ ფრინველთა კონსერვაციას. ფესტივალი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ტარდება და მისი ჩატარების იდეა საერთაშორისო გარემოს დაცვით ორგანიზაციას BRC (Batumi Raptor Count) ეკუთვნის

>>ფესტივალის პროგრამა<<

Read Reviews On Tripadvisor

მულტიმედია

საავტორო უფლებები დაცულია © 2013-2016 Gobatumi.com