ფესტივალები 2017

შავი ზღვის საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალი

შავი ზღვის საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალი

15 ივლისი 2016

ბათუმის ჯაზ-ფესტივალი ტრადიციულად ივლისის თვეში 2007 წლიდან იმართება და უამრავ ჯაზის მოყვარულს იზიდავს. ღონისძიების ორგანიზატორია „Eastern Promotion“, რომელიც ფესტივალის ფარგლებში მრავალ სხვა საინტერესო კონცერტსა და გასართობ საღამოს უწევს ორგანიზებას. საღამოობით, კონცერტის შემდგომი ღონისძიებები ქალაქის სხვადასხვა კლუბებში იმართება. კონცერტები ძირითადად ბათუმის ტენისის კორტებზე ტარდება. ფესტივალის ორგანიზატორები ყოველწლიურად მსოფლიოში ცნობილ ჯაზის მომღერლებსა და ჯგუფებს იწვევენ.

15-24 ივლისს, ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროზე ყველაზე მასშტაბური, შავი ზღვის რიგით X ჯაზ-ფესტივალი გაიმართება, რომელშიც ტრადიციულად, მსოფლიოს ცნობილი უცხოელი შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას. კონცერტები 10 დღის განმავლობაში, ყოველს საღამოს, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში და ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე ჩატარდება. წელს შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი პროექტის „Check in Georgia“ ფარგლებში ტარდება.

2016 წლის ჯაზ-ფესტივალის მონაწილე მუსიკოსები არიან:

QUINCY JONES & THE GLOBAL GUMBO ALLSTARS, JAMIE CULLUM, MACY GREY, THE RODIGY,
Ms. Lauryn Hill, MILES ELECTRIC BAND, NIK WEST და Chris Brown
.

ფესტივალის ფარგლებში, კლუბში „Take Five” შედგება MACY GRAY DJ SET; გაიმართება NIK WEST -ის, DJ LOGIC & Friends - ის და ასევე, ქართველი მუსიკოსების კონცერტები.

ბათუმელებსა და ბათუმის სტუმრებს, ფასიანი კონცერტების გარდა, საშუალება ექნებათ უფასოდ დაესწრონ „BRASS BAND“-ების კონცერტებს, რომელიც ბათუმის ბულვარში მთელი დღის განმავლობაში გაიმართება. ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში უცხოელი შემსრულებლების გარდა ბათუმის კოლონადებთან კონცერტებს გამართავენ ჯაზ-ბენდები.

ფესტივალის პროგრამა:

  • 15 ივლისი, 20:00 - ბათუმის ჩოგბურთის კლუბი - QUINCY JONES & THE GLOBAL GUMBO ALSTARS feat. Richard Bona, Alfredo Rodriguez, Jacob Collier
  • 16 ივლისი, 20:00 - ბათუმის ჩოგბურთის კლუბი - MILES ELECTRIC BAND
  • 17 ივლისი, 20:00 - ბათუმის ჩოგბურთის კლუბი - Ms. Lauryn Hill
  • 21 ივლისი, 20:00 - ბათუმის ჩოგბურთის კლუბი - THE PRODIGY
  • 22 ივლისი, 20:00 - ბათუმის ჩოგბურთის კლუბი - JAMIE CULLUM
  • 23 ივლისი, 20:00 - ბათუმის ჩოგბურთის კლუბი - Chris Brown
  • 24 ივლისი, 20:00 - ბათუმის ჩოგბურთის კლუბი -MACY GRAY

მხარდამჭერები:

  • საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო;
  • აჭარის კულტურის სამინისტრო;

ფესტივალის ორგანიზატორი:

  • კომპანია „ისთერნ პრომოუშენს“ (Eastern Promotions);
  • ფესტივალი ტარდება პროექტის „Check In Georgia” ფარგლებში;

მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

  • ბილეთების გაყიდვა დაიწყება 11 მაისიდან ონლაინ ვებ–გვერდზე tkt.ge;

ბილეთების თიბისი პლატინუმით, პრაიმ და სტატუს ბარათებით შეძენისას მოქმედებს ექსკლუზიური ფასი;

დამატებითი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ფესტივალის ოფიციალურ ვებ–გვერდს: http://batumijazz.ge / ან დარეკეთ 2 99 05 99;

Read Reviews On Tripadvisor

მულტიმედია

საავტორო უფლებები დაცულია © 2013-2016 Gobatumi.com