მიმდინარე ღონისძიებები

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი წარმოგიდგენთ

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი წარმოგიდგენთ

25 მარტი 2017

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი წარმოგიდგენთ

ვაჟა აზარაშვილის 80 წლისთავისადმი მიძღვნილ შემოქმედებით საღამოსვაჟა აზარაშვილი (დ. 13 ივლისი, 1936, თბილისი) — ქართველი კომპოზიტორი.

ვაჟა აზარაშვილის შემოქმედება ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩევა: სიმფონიური, კამერულ-ინსტრუმენტალური, მიუზიკლი, ოპერეტა, ბალეტი, ვოკალური ციკლები და საესტრადო. მის შემოქმედებით ინდივიდუალობას იშვიათი გულწრფელობა, ნატიფი გამომსახველობა და თვითგამოხატვის თავისუფლება განსაზღვრავს. იგი ქართველი ხალხის საყვარელი კომპოზიტორია.
ვაჟა აზარაშვილი წერის ტრადიციულ მანერას ოსტატურად უთავსებს თანამედროვე გამომსახველობით საშუალებებს.
მთელი თავისი შემოქმედებითი მოღვაწეობის მანძილზე ვ. აზარაშვილი ნაყოფიერად მუშაობს საესტრადო მუსიკის სფეროში. ქართული კლასიკური პოეზიიდან კომპოზიტორი ხშირად მიმართავს ნ. ბარათაშვილის ქმნილებებს. თანამედროვე პოეტებიდან ძირითადად მ.ფოცხიშვილის და პ. გრუზინსკის ლექსებს.

მან ბევრი სიმღერა მიუძღვნა მშობლიურ თბილისს: “თბილისური ლირიკული”, “სიმღერა თბილისზე”, “სიმღერა მეტეხზე”, პოპულარულია მისი სიმღერები: ‘მუსიკა”, “დღეები მიდიან”, “პატარა გოგო”, “მზე ჩემი მეგობარია”, “ისევ წვიმს”, “სიმღერაა მთელი ჩემი ქონება’,” დინამო, დინამო”… მის სიმღერებს წარმატებით ასრულებენ მომრერლები: ნ. ბრეგვაძე, გ. ჩოხელი, ვ. კიკაბიძე, ე. კაკულია, თ. გვერდწითელი, ანსამბლები: “ორერა”, “რერო”, “ივერია”, “თეატრონი” და სხვა.
ვაჟა აზარაშვილის ნაწარმოებები გამოცემულია და ხშირად სრულდება როგორც ჩვენში, ისე უცხოეთის ქვეყნებში. გამოცემულია გრამფირფიტები და ოთხი კომპაქტ დისკი.
ვაჟა აზარაშვილს ქართულ ხელოვნებაში შეტანილი წვლილისათვის მრავალი საპატიო წოდება და პრემია მიენიჭა: არის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1979), საქართველოს სახალხო არტისტი (1988), 1998 წელს მიენიჭა ღირსების ორდენი. თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა 1999 წელს.

მონაწილეობენ:

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი და კაპელა

ბათუმის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლი „ბათუმი“–სოლისტი ჭაბუკა სურმანიძე

საღამოს წამყვანი და სოლისტი პროფესორი გოგა შავერზაშვილი

დირიჟორი დავით მუქერია – ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის მთავარი დირიჟორი

პროგრამაშია კომპოზიტორის პოპულარული ნაწარმოებები

Read Reviews On Tripadvisor

მულტიმედია

საავტორო უფლებები დაცულია © 2013-2016 Gobatumi.com