მიმდინარე ღონისძიებები

ბედნიერი დასასრულის მიღმა

ბედნიერი დასასრულის მიღმა

25 ივლისი 2017

ინგლისში მცხოვრები ქართველი ხელოვანის ანდრია სემეიკო ანთელიძისა და მისი მეუღლის, ტაივანელი იუ ჩენ ვანგის გამოფენა ლონდონიდან ბათუმში იმოგზაურებს.

პროექტი „ბედნიერი დასასრული“ ნახევრად ბიოგრაფიული და ნახევრად გამოგონილი ისტორიაა მოგზაურობის შესახებ, რისი მიზანიც წყვილისთვის დაუსრულებელი ბედნიერების პოვნაა.

ხელოვანთა ამ საგამოფენო ისტორიის დასაწყისი ტაიპეის ხელოვნების მუზეუმსა და მანჩესტერის ჩინური თანამედროვე ხელოვნების ცენტრს უკავშირდება. 28 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით კი ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გაგრძელდება, შეცვლილი სახელწოდებით „ბედნიერი დასასრულის მიღმა“.

ანდრო ბათუმის მეზობლად, გურიაში დაიბადა, სუბტროპიკული ბუნება კი იუ ჩენს მშობლიურ ტაივანს აგონებს - ამიტომაც, ხელოვანებისთვის ბათუმში ჩამოსვლა მშობლიურ სახლებში ერთგვარი დაბრუნების ტოლფასია.

ანდრო სემეიკო ანთელიძე და იუ ჩენ ვანგი საერთო გამოცდილებითა და კულტურული კონტექსტით, მრავალსაფეხურიან მიზანსცენებში შთამბეჭდავად გადმოგვცემენ საქართველოსა და ტაივანის გადაკვეთის წერტილებს. ვრცელ ტექსტებში, ფერწერაში, სხვადასხვა ტექნიკით შესრულებულ ნამუშევრებში, ფილმსა და საარქივო დოკუმენტაციაში გამოხატულია ხელოვანების სწრაფვა მომავლის უტოპიური ოცნებებისკენ. ქართული სუფრითა და ტაივანური ლხინით შთაგონებულები მოაწყობენ ცოცხალ პერფორმანსს, რომელიც შედგება შერეული საკვები პროდუქტების, ჩაის სმის რიტუალისა და სადღეგრძელოების ხელოვნებისგან. პერფორმანსში მონაწილეობას მიიღებენ კულტურის სპეციალისტები და დამსწრე აუდიტორია.

გამოფენა გრძელდება 18 აგვისტოს ჩათვლით.
დასწრება თავისუფალია.
ზ. გამსახურდიას 1/5
თანამედროვე ხელოვნების სივრცე
ბათუმი, საქართველო

Read Reviews On Tripadvisor

მულტიმედია

საავტორო უფლებები დაცულია © 2013-2016 Gobatumi.com