მიმდინარე ღონისძიებები

ფესტივალი ''კერამიკის ალქიმია''

ფესტივალი ''კერამიკის ალქიმია''

27 ივნისი 2017

მიმდინარე წლის 1-დან 15 ივლისის ჩათვლით ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი მასპინძლობს არტ, სტუდია ,,ანდამატი“-ს მიერ ორგანიზებულ ფესტივალს, ,,კერამიკის ალქიმია“. ფესტივალის ფინანსური მხარდამჭერები არიან ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია და აჭარის არ განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტრო. ფესტივალი დაიწყო სტუდენტთა 15 დღიანი პრაქტიკით, რომელთაც 9ივლისს შემოუერთდებიან უკრაინელი კერამიკოსები და ჩაუტარებენ მასტერკლასებს.


13, 14 და 15 ივლისს კი ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმს ესტუმრება 12-მდე ქართველი წამყვანი კერამიკოსი, რომელთა ნაწილიც საპრეზენტაციო ფორმატით მუზეუმის ბიბლიოთეკაში საზოგადოებას წარუდგენს საკუთარ სამეცნიერო/საგანმანათლებლო ნაშრომებს, კვლევებს და შემოქმედებას; მათ მიერვე ჩატარდება მასტერკლასები; გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მუზეუმსა და სამხატვრო აკადემიის კერამიკის კათედრას შორის; მოეწყობა სტუდენტების მიერ პრაქტიკებისა და მასტერკლასების შედეგად შესრულებული, ასევე ხალხური რეწვის კერამიკული ნიმუშების გამოფენა; მოწვეული კერამიკოსებისათვის მოეწყობა ექსკურსია ფიჭვნარის არქეოლოგიურ ველზე და კინკიშას ხეობაში (სოფ. კვირიკე). ბოლოს, 15 ივლისს, ღია ცის ქვეშ, მუზეუმის ეზოში აშენდება ორი გარე გამოწვის ღუმელი და გაიმართება თიხაში მუშაობისა და გამოწვის საინტერესო, კრეატიული ტექნიკების დემონსტრირება, სადაც ფესტივალის მონაწილეები და სტუმრები საკუთარი თვალით დაინახავენ კერამიკის ცეცხლოვანი ,,ალქიმიის’’ სასწაულის შედეგებს.
ფესტივალს დაამშვენებს ფოლკლორული კონცერტი და ღვინის დეგუსტაცია საზეიმო ვახშმით.

>> ფესტივალის პროგრამა <<

Read Reviews On Tripadvisor

მულტიმედია

საავტორო უფლებები დაცულია © 2013-2016 Gobatumi.com