მიმდინარე ღონისძიებები

გორან ბრეგოვიჩი Black Sea Arena-ზე კონცერტს გამართავს

გორან ბრეგოვიჩი Black Sea Arena-ზე კონცერტს გამართავს

26 აგვისტო 2017

პოპულარული მუსიკოსი და კომპოზიტორი გორან ბრეგოვიჩი საქართველოში კონცერტს გამართავს.

ბრეგოვიჩი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში როკ-ჯგუფ Bijelo Dugme-ით არის ცნობილი და მთელ მსოფლიოში მას იცნობენ, როგორც ემირ კუსტურიცას ფილმების მუსიკის ავტორს. კონცერტი 2017 წლის 26 აგვისტოს შეკვეთილში Black Sea Arena-ს სცენაზე გაიმართება.

ბრეგოვიჩის კონცერტზე ბილეთები უკვე იყიდება. მათი შეძენა ონ-ლაინ შეიძლება, ფასი 25-დან 130 ლარამდე მერყეობს.

გორან ბრეგოვიჩი — სარაევოს მკვიდრია. საერთაშორისო წარმატება ბრეგოვიჩმა მას შემდეგ მოიპოვა, რაც მუსიკოსმა ფილმებისთვის მუსიკის წერა დაიწყო, განსაკუთრებით ემირ კუსტურიცას ფილმებისთვის ("ბოშათა დრო", "არიზონას ოცნება" (იგი პოპის მონაწილეობით), "ანდერგრაუნდი"). შემდეგ პროექტს – პატრის შეროს ფილმისთვის "დედოფალი მარგო" დაწერილ მუსიკას დიდი წარმატება ხვდა წილად — მან კანის ფესტივალზე ორი ჯილდო მოიპოვა.

საგასტროლო კონცერტებზე ბრეგოვიჩი მუსიკალურ კოლექტივთან Wedding and Funeral Orchestra-სთან ერთად გამოდის, ამ კონცერტებზე ფილმების მუსიკა სრულდება.

საქართველოში გორან ბრეგოვიჩი კონცერტს პირველად არ მართავს. ცნობილმა მუსიკოსმა კონცერტები 2007 და 2012 წლებში ჩაატარა.

Read Reviews On Tripadvisor

მულტიმედია

საავტორო უფლებები დაცულია © 2013-2016 Gobatumi.com