მიმდინარე ღონისძიებები

შავი ზღვის ჯაზფესტივალის მთავარი შემსრულებელი ჯემიროქვაი იქნება

შავი ზღვის ჯაზფესტივალის მთავარი შემსრულებელი ჯემიროქვაი იქნება

28 ივნისი 2017

შავი ზღვის ჯაზფესტივალი წელს ბათუმში 28, 29 და 30 ივლისს გაიმართება. ფესტივალის მთავარი შემსრულებელი კი ბრიტანული ბენდი “ჯემიროქვაი” (Jamiroquai) იქნება.

“ჯემიროქვაი” 1992 წელს დიდ ბრიტანეთში ჩამოყალიბდა და მას შემდეგ ფანკისა და აისიდ ჯაზის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად ითვლება. მათმა კომპოზიციამ “Virtual Insanity” 1997 წელს გრემის ჯილდოც მოიპოვა.

ეს ჯგუფის მეორე ვიზიტია საქართველოში, ბენდი პირველად 2006 წელს თბილისის ჯაზფესტივალის ფარგლებში ჩამოვიდა.

ბილეთები Tkt.ge-ზე გაიყიდება 27 მარტის დილის 09:00 საათიდან. მათი რაოდენობა იქნება შეზღუდული, ფასები კი ზონების მიხედვითაა განსაზღვრული. 400 ლარი ეღირება golden stage-ის აბონინენტი. ცალკე “ჯემიროქვაი”-ს კონცერტი 250 ლარი ეღირება.

Read Reviews On Tripadvisor

მულტიმედია

საავტორო უფლებები დაცულია © 2013-2016 Gobatumi.com