მიმდინარე ღონისძიებები

კლასიკური მუსიკის ფესტივალი

კლასიკური მუსიკის ფესტივალი

2 სექტემბერი 2017

კლასიკური მუსიკის ფესტივალი

2017 წლის 2-8 სექტემბერს, ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდი ''ლირა'' მართავს ბათუმის რიგით მეხუთე საიუბილეო საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს, BATUMI MusicFest. ქართველი პიანისტის, იუნესკოს არტისტის, ელისო ბოლქვაზის მოწვევით, ბათუმს ესტუმრებიან მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავები.7 დღის განმავლობაში ზღვისპირა ქალაქს მოეფინება კლასიკური მუსიკის ჰანგები.

ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი დაარსების დღიდან, ახალგაზრდა ქართველი ტალანტების ხელშეწყობაა, რაც მას აძლევს განსაკუთრებულ იდენტურობას და მნიშვნელობას.მასტერკლასების ფორმატში ხვდება საგანმანათლებლო პროგრამების ინტეგრირება ინოვაციური მეთოდით, რაც ახალგაზრდების მუსიკალურ დონეს ეფექტურად აამაღლებს. საქართველოს რეგიონის ყველა კუთხიდან მუსიკოსებს შეუზლიათ მონაწილეობის მიღება. გამორჩეულები კი მიწვეულნი არიან საზღვარგარეთ საერთაშორისო პროგრამებში და კონცერტებში მონაწილეობის მისაღებად, რაც ფინანსდება ფესტივალის მიერ. 7 სექტემბერს ჩატარდება ახალგაზრდა ტალანტების კონკურსი, სადაც გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი პრემიები.

დაგეგმილია ასევე, საქართველოს განათლების სამინისთროსთან ერთად, მუსიკალური არტ-ბანაკის შექმნა ფესტივალის ფარგლებში.

ფესტივალი არის ევროპის ფესტივალების ასოციაციის წევრი

ფესტივალის ჩატარების ადგილი: ბათუმის მუსიკალური ცენტრის დიდი საკონცერტო დარბაზი

  • 2 სექტემბერი - შაბათი 19:00 საათი, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სინდონიური ორკესტრი.
  • 3 სექტემბერი - კვირა 19:00 საათი, ლისტის კამერული ორკესტრი.
  • 4 სექტემბერი - ორშაბათი 19:00 საათი, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სინდონიური ორკესტრი.
  • 5 სექტემბერი - სამშაბათი 19:00 საათი, ქართული ფოლკლორის საღამო.
  • 6 სექტემბერი - ოთხშაბათი 18:00 საათი, იტალიის საელჩოს მაღალი პატრონაჟით.
  • 7 სექტემბერი - ხუთშაბათი 19:00 საათი, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სინდონიური ორკესტრი.
  • 8 სექტემბერი - პარასკევი 19:00 საათი, საერთაშორისო ფონდ SOS Talents-ის გალა კონცერტი.


Read Reviews On Tripadvisor

მულტიმედია

საავტორო უფლებები დაცულია © 2013-2016 Gobatumi.com