მიმდინარე ღონისძიებები

მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემია  MISA

მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემია MISA

20 აპრილი 2017

მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემია წელს მესამედ ტარდება. პროექტის ფარგლებში 13-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები მასტერკლასებს უტარებენ. აკადემია 16 ივნისს თვილისში გალა კონცერტით გაიხსნება, 21 ივნისიდან კი მოწვეული პროფესორები და სტუდენტები ბათუმში გააგრძელებენ მუშაობას.

მუსიკის საერთაშორისო საზაფხულოეს აკადემია (MISA) არის პირველი ამ ფორმატის პროექტი საქართველოში. MISA-ს ახორციელებს საქართველოს მუსიკოსთა საერთაშორისო ასოციაცია. ორგანიზაციას დამყარებული აქვს საერთაშორისო კონტაქტები ევროპელ და ამერიკელ სამუსიკო დაწესებულებებთან მათი ჩართულობით, მუსიკის საზაფხულო აკადემია წლიდან წლამდე უფრო საინტერესო პროგრამას სთავაზობს როგორც პროექტის მონაწილე ახალგაზრდებს, ასევე გალა კონცერტებზე დამსწრე მაყურებლებს. საზაფხულო აკადემიის დაფუძნების იდეა ეკუთვნის მუსიკოს შორენა ცინცაბაძეს, იგი ასევე არის "MISA"-ს სამხატვრო ხელმძღვანელი.

გალა-კონცერტი 21 ივნისს ბათუმში, ხელოვნების ცენტრის საკონცერტო დარბაზში 15:00 საათზე დაიწყება. საკონცერტო პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ მოწვეული მსოფლიო დონის მუსიკოსები და ადგილობრივი ხელოვანები. მაყურებელი მოისმენს სხვადასხვა ჟანრის კლასიკური მუსიკის საკონცერტო პროგრამას, რომელიც დაახლოებით 2 საათს გაგრძედლება. კონცერტზე დასწრება სპეციალური მოსაწვევებით ხდება. მოსაწვევბის მისაღებად დაუკავშირდით "MISA"-ს საორგანიზაციო ჯგუფს, საკონტაქტო ინფორმაცია განთავსებულია ვებგვერდზე www.misa.ge

კონცერტის შემდეგ „MISA"-ს ფარგლებში ჩამოსული პროფესორები 1 კვირის განმავლობაში ბათუმში მასტერკლასებს და ლექციებს ჩაატარებენ. აკადემიის კურსანტები არიან 13-დან 25 წლამდე ნიჭიერი ახალგაზრდები. წელს აკადემია სამ მუსიკალურ საკრავს - ფორტეპიანოს, კლარნეტს და ვიოლინოს წარმოაჩენს. აკადემიის ფარგლებში იგეგმება კამერული ანსამბლების და საფორტეპიანო დუეტების ჩამოყალიბება.


საკონტაქტო ნომერი: მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის სამხატვრო ხელმძღვანელი შორენა ცინცაბაძე - 599 61 19 82

Read Reviews On Tripadvisor

მულტიმედია

საავტორო უფლებები დაცულია © 2013-2016 Gobatumi.com