მიმდინარე ღონისძიებები

საერთაშორისო ფესტივალი ''თოფუზი'' აჭარაში

საერთაშორისო ფესტივალი ''თოფუზი'' აჭარაში

5 ოქტომბერი 2017

ანიმაციური ფილმების მეცხრე საერთაშორისო ფესტივალი “თოფუზი” აჭარაში 2-დან 7 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. 2 ოქტომბერს ხულოს, 3 ოქტომბერს ქედას, 4 ოქტომბერს ქობულეთს, 5-დან 7 ოქტომბრის ჩათვლით კი ბათუმს ეწვევა. ფესტივალის მიზანია ქართული ანიმაციური ფილმწარმოების განვითარებაა საქართველოში და შემდეგ მისი ინტეგრაცია მსოფლიოში.

ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება, როგორებიცაა: ახალი ქართული და უცხოური ანიმაციური ფილმების საბავშვო კინოჩვენება; კინოჩვენება უფროსებისთვის, ფრანგული ანიმაციის საღამო; ანიმაციის ვორქშოპი; პროფესიონალი ანიმატორების მასტერკლასები, შეხვედრა ფილმების ავტორებთან (თოქ-შოუ), ანიმაციის სასწავლო ქართული სტუდიების მოსწავლეების ფილმების პროექტების პრეზენტაციები (პიტჩები).

ფესტივალის ფარგლებში იმართება როგორც საკონკურსო, ასევე, არასაკონკურსო ფილმების ჩვენებები. საკონკურსო კატეგორიაში გასულ ფილმებს ორი ჟიური 6 კატეგორიაში შეაფასებს: საბავშვო ჟიური გამოავლენს გამარჯვებულს ნომინაციაში “საუკეთესო საბავშვო ფილმი”, საერთაშორისო ჟიური კი დაასახელებს გრანპრის მფლობელსა და გამარჯვებულებს ნომინაციებში: “საუკეთესო ფილმი უფროსებისთვის”, “საუკეთესო სტუდენტური ფილმი”, “ბავშვების მიერ შექმნილი საუკეთესო ფილმი”, “საუკეთესო დებიუტი” და “საუკეთესი ტელესერიალი”. გარდა ამისა, გამოვლინდებიან საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო სცენარისტი, საუკეთესო მუსიკის ავტორი და საუკეთესო ტექნიკით შესრულებული ფილმი.

ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალ “თოფუზის” ორგანიზატორია ანიმაციის განვითარების ფონდი. ფესტივალი იმართება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქალაქ ბათუმის მერიის, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის, შპს „მიფასის“, შპს „ტექნობუმისა“ და „ნატახტარის“ მხარდაჭერით.

Read Reviews On Tripadvisor

მულტიმედია

საავტორო უფლებები დაცულია © 2013-2016 Gobatumi.com