მიმდინარე ღონისძიებები

ბათუმის სასულიერო მუსიკის  მე-12 საერთაშორისო ფესტივალი

ბათუმის სასულიერო მუსიკის მე-12 საერთაშორისო ფესტივალი

3 ნოემბერი 2017

გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის
ბათუმის მე-12 საერთაშორისო ფესტივალი (2, 3 და 4 ნოემბერი)
2, 3 და 4 ნოემბერს ბათუმში გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის XII საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება. ფესტივალის ფარგლებში ტრადიციული მუსიკის კონცერტები, სამეცნიერო კონფერენცია და დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართება.
2, 3, 4 ნოემბერს 18:30 საათზე ბათუმის ზ. ფალიაშვილის სამუსიკო თერთმეწლედის დიდ საკონცერტო დარბაზში მსმენელის წინაშე საქართველოს, ლიტვის, უკრაინისა და პოლონეთის ფოლკლორული ანსამბლები, მგალობელთა გუნდები და ინდივიდუალური შემსრულებლები წარსდგებიან. მისამართი: თავდადებულის N20

3 და 4 ნოემბერს 10:00-დან - 17:00 საათამდე ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში სამეცნიერო კონფერენციის დელეგატები საქართველოდან, თურქეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, ლიტვიდან და აშშ-დან ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის შესახებ მოხსენებებს წაიკითხავენ. 3 ნოემბერს 13.00 საათზე ამავე უნივერსიტეტის საგამოფენო სივრცეში ონის უჩა ჯაფარიძის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა; 4 ნოემბერს სამეცნიერო სესიების დასასრულს 16:00 საათზე თინათინ ჭაბუკიანის დოკუმენტური ფილმის „მოძღვარი“ ჩვენება გაიმართება. მისამართი: ასათიანის 37;

4 ნოემბერს 18:30 საათზე ფესტივალი ანჩისხატის გუნდის სოლო კონცერტით ბათუმის ზ. ფალიაშვილის სამუსიკო თერთმეწლედის დიდ საკონცერტო დარბაზში დასრულდება.
ფესტივალის ორგანიზატორები არიან: არტ-ალტერნატივა, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტი;
ფესტივალი აჭარის ა.რ. განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

Read Reviews On Tripadvisor

მულტიმედია

საავტორო უფლებები დაცულია © 2013-2016 Gobatumi.com