მიმდინარე ღონისძიებები

საზღვაო ჰოსპიტალის მარათონი

საზღვაო ჰოსპიტალის მარათონი

14 ოქტომბერი 2017

გაცნობებთ, რომ 2017 წლის 14 ოქტომბერს „საზღვაო ჰოსპიტალის“ ინიციატივით და „ევროპა დონას“ მხარდაჭერით ქ. ბათუმში ტარდება რიგით მეორე, საქველმოქმედო გარბენი ძუძუს კიბოთი დაავადებული ქალების დასახმარებლად.

სარბენი მანძილი საორიენტაციოდ 6 კმ, ანბანის კოშკიდან ბულვარის მოპირკეთებული ნაწილის ბოლომდე. გარბენის დასაწყისი 14 ოქტომბერი 09:00 საათი.
სპეციალურად მარათონისთვის ინტერნეტ სივრცეში განთავსებულია ვებ გვერდი,batumimarathon.ge/ სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია რეგისტრაცია. რეგისტრაციის გავლის შემდეგ პიროვნებას მიენიჭება ნომერი რითაც იასპარეზებს გარბენზე. 'მონაწილეობის საფასურია 15–20 ლარი. შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება „ევროპა დონას“ ანგარიშზე.

Read Reviews On Tripadvisor

მულტიმედია

საავტორო უფლებები დაცულია © 2013-2016 Gobatumi.com