მცხეთა

მცხეთა

მდებარეობა: ბათუმიდან აღმოსავლეთით 346 კმ-ში

მცხეთა საქართველოს უძველესი სატახტო ქალაქია, იგი მდინარე მტკვრისა და არაგვის შესართავთანაა გაშენებული. ქალაქი უძველესი დროიდან მოიხსენიება უცხოურ საისტორიო წყაროებში. მას ახასიათებენ, როგორც ერთერთ მაღალგანვითარებულ რელიგიურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცენტრად, სადაც თავმოყრილი იყო უდიდესი რელიგიური მნიშვნელობის ტაძრები და პანთეონები.

მცხეთასთან გადიოდა მსოფლიოში ერთერთი უძველესი სავაჭრო გზა. ანტიკური ხანის ბერძნულ წყაროებში მცხეთა აღწერილია, როგორც წყალმომარაგების სისტემით კარგად აღჭურვილი ქალაქი, სადაც არსებობდა ბაზარი, ხოლო მცხეთელები ქვის სახლებში ცხოვრობდნენ.

სწორედ მცხეთიდან დაიწყო ქართლის გაქრისტიანება. აქ იქადაგა პირველად წმინდა ნინომ. აშენდა ქართული ხუროთმოძღვრების უნიკალური ძეგლი სვეტიცხოველი. მაღალ ბორცვზე აღმართული უძველესი ჯვრის მონასტერი. ისევე როგორც სამთავროს დედათა მონასტერი და არმაზის ციხე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ისტორისთვის.


აღნიშნულ სიტუაციაში დეპარტამენტი წარმოადგენს მესამე პირს, რომელიც ვებ-საიტზე ათავსებს მოწოდებულ ინფორმაციას, შესაბამისად, არსებული ფასების, ცვლილებებისა და დამატებითი ინფორმაციის გადამოწმება უნდა მოხდეს უშუალოდ მომწოდებელთან.

გალერეა

კონტაქტი

ინფორმაცია

მცხეთის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი - არსუკიძის ქ. 3; ტ.: 0 32 251 21 28; ს.სთ.: 10:00-18:00 (ყოველდღე)

უფასო საინფორმაციო ცხელი ხაზი: 0 800 800 909

ელ-ფოსტა: ticmtskheta[at]gmail.com

საავტორო უფლებები დაცულია © 2013-2016 Gobatumi.com