სვანეთი

სვანეთი

მდებარეობა: ბათუმიდან ჩრდილოეთით 261 კმ-ში

სვანეთი საქართველოს ულამაზესი კუთხეა, სადაც ბუნება და ადამიანები ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს.

სვანეთის პატარა ულამაზესი სოფელი უშგული ევროპის ყველაზე მაღალმთიან დასახლებულ ადგილადაა ცნობილი, რომელიც UNESCO-ს მიერ მსოფლიოს კულტურის საგანძურად არის აღიარებული. უშგული ადრე სვანეთის ერისთავთა რეზიდენციას წარმოადგენდა.

უშგული გამოირჩევა ისტორიულ-რელიგიური კუთხითაც: თამარ მეფის ციხის ნანგრევები, ლაშარის სამონასტრო კომპლექსი, შუასაუკუნოვანი კოშკები და ეკლესიები, სადაც უამრავი ხატი, საეკლესიო ნივთი და ხელოვნების ნიმუში ინახება. უშგული, როგორც მუზეუმი ღია ცის ქვეშ, ნაკრძალადაა გამოცხადებული.

სვანეთი თანდათანობით პოპულარული ხდება, როგორც ზამთრის კურორტი, თუმცა წელიწადის ნებისმიერ დროს შეგვიძლია ვესტუმროთ საქართველოს ამ მშვენიერ და კოლორიტულ კუთხეს და დავტკბეთ მისი განუმეორებელი მთების სილამაზით და სიდიადით.


აღნიშნულ სიტუაციაში დეპარტამენტი წარმოადგენს მესამე პირს, რომელიც ვებ-საიტზე ათავსებს მოწოდებულ ინფორმაციას, შესაბამისად, არსებული ფასების, ცვლილებებისა და დამატებითი ინფორმაციის გადამოწმება უნდა მოხდეს უშუალოდ მომწოდებელთან.

გალერეა

კონტაქტი

ინფორმაცია

მესტიის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი - სეტის მოედანი 7; ტ.: 0 790 35 73 75; ს.სთ.: 10:00-18:00 (ყოველდღე)

უფასო საინფორმაციო ცხელი ხაზი: 0 800 800 909

ელ-ფოსტა: ticmestia[at]gmail.com

საავტორო უფლებები დაცულია © 2013-2016 Gobatumi.com