თბილისი

თბილისი

მდებარეობა: ბათუმიდან აღმოსავლეთით 366 კმ-ში

საქართველოს დედაქალაქი თბილისი გამორჩეულია უძველესი კულტურითა და ისტორიით. მისი დაარსების შესახებ ლამაზი ლეგენდა არსებობს, რომელიც მე-5 საუკუნეში მოღვაწე ქართველთა ძლევამოსილ მეფეს ვახტანგ გორგასალს უკავშირდება. თბილისის მთავარი ღირსშესანიშნაობა გოგირდის აბანოებია, რომლის ირგვლივაც საუკუნეების მანძილზე იზრდებოდა და ვითარდებოდა ქალაქი.

მდინარე მტკვრის გარშემო გაშენებული ქალაქის მთავარი მშვენება ნარიყალას ციხე და მის გარშემო არსებული უძველესი ეკლესია-მონასტრებია. ყველა მათგანს განსაკუთრებული ისტორია აქვს მოსათხრობი დედაქალაქის სტუმრებისათვის.

თანამედროვე თბილისი წარმოუდგენელია მთაწმინდის გარეშე, იქ არსებული სხვადასხვა გასართობი ცენტრები თბილისელების და მათი სტუმრებისთვისსასურველი ადგილია.

დედაქალაქის შუაგულში მდგარი სამების საკათედრო ტაძარი სრულიად საქართველოსთვის ერთერთ მნიშვნელოვან ადგილს წარმოადგენს.

თბილისი ერთდროულად საინტერესოა როგორც ისტორიის, ასევე თანამედროვე ცხოვრების სტილის მოყვარული ადამიანებისთვის.


აღნიშნულ სიტუაციაში დეპარტამენტი წარმოადგენს მესამე პირს, რომელიც ვებ-საიტზე ათავსებს მოწოდებულ ინფორმაციას, შესაბამისად, არსებული ფასების, ცვლილებებისა და დამატებითი ინფორმაციის გადამოწმება უნდა მოხდეს უშუალოდ მომწოდებელთან.

გალერეა

კონტაქტი

ინფორმაცია

თბილისის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი - რუსთაველის ქ. 3; ტ.: 0 32 293 12 60; ს.სთ.: 10:00-18:00 (ყოველდღე)

თბილისის აეროპორტის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი; ტ.: 0 32 231 00 07; ს.სთ.: 24/7

უფასო საინფორმაციო ცხელი ხაზი: 0 800 800 909

ელ-ფოსტა: tictbilisi[at]gmail.com

საავტორო უფლებები დაცულია © 2013-2016 Gobatumi.com