მთიანი აჭარა

Page ID = 140

მთიანი აჭარის რეგიონი ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტებს მოიცავს. თითოეული მათგანი მდიდარი და მრავალფეროვანი ბუნებით გამოირჩევა. ძალზედ საინტერესო გეოგრაფიულ რელიეფს ქმნის მესხეთის, არსიანისა და შავშეთის ქედები, რომელთა საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 2000-2500 მეტრია.

ქედის მუნიციპალიტეტი

ქედაში ხშირად სტუმრობენ მახუნცეთის ჩანჩქერს, სადაც განლაგებულია რესტორნის ტიპის კვების ობიექტები და ასევე საპიკნიკე ადგილები. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აჭარისწყლისა და მთის მდინარეების ხეობებში შესაძლებელია, როგორც ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვანი ნიმუშების, ასევე ჩანჩქერების მონახულება, მრავალფეროვანია ცხოველთა სამყარო. რეგიონი მდიდარია სამკურნალო და მინერალური წყლებით.

შუახევის მუნიციპალიტეტი

მდიდარი ფლორითა და ფაუნით გამოირჩევა შუახევის რეგიონი. სოფლის მეურნეობა შუახევის ეკონომიკის მთავარ დარგს წარმოადგენს. აქაური მასპინძლები გულუხვი და სტუმართმოყვარენი არიან. შეგიძლიათ უშუალოდ გაეცნოთ მათ სოფლის ცხოვრებას და მონაწილეობა მიიღოთ სამეურნეო საქმიანობაში. აქ შეგიძლიათ ისიამოვნოთ გაროთობის ისეთი საშუალებებით როგორიცაა: ჰაიკინგი, ცხენოსნობა, ველოსიპედით გასეირნება და კლდეზე ცოცვა. შაუხევი ცნობილია ზამთრის კურორტით - გომარდული.

ხულოს მუნიციპალიტეტი

ხულო მთიანი აჭარის ულამაზესი კუთხეა. გამორჩეულია, როგორც ბუნების სიმდიდრით, ისე კულტურული ღირშესანიშანაობებითა და ისტორიული წარსულით. ხულოს ტერიტორიაზე მდებარეობს ულამაზესი მწვანე ტბა. ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს ისეთი მთიანი კურორტები როგორიცაა ბეშუმი - ზაფხულის კურორტი, ხოლო ზამთრის კურორტები მდებარეობს გოდერძის უღელტეხილზე, ქედლებსა და დანისპარაულში.

 

ნიგაზეული

გაგრძელება

გობრონეთი

გაგრძელება

ბეშუმი

გაგრძელება

სამთო-სათხილამურო კურორტი გოდერძი

გაგრძელება

მერისი

გაგრძელება

პირველი მაისი

გაგრძელება

მაჭახელას ხეობა

გაგრძელება

ჩაქვისთავი

გაგრძელება
Read Reviews On Tripadvisor

მულტიმედია

საავტორო უფლებები დაცულია © 2013-2016 Gobatumi.com