ქობულეთი

ქობულეთი

დაშორება ბათუმიდან: 25 კმ

ვიზიტისთვის საუკეთესო დრო: ზაფხული, შემოდგომა

ქობულეთი ზღვასთან ყველაზე ახლოს მდებარე კურორტია საქართველოს შავიზღვისპირეთში. კურორტი გამორჩეულია ისტორიული ადგილებით, რბილი სუბტროპიკული ჰავით, იონიზირებული ზღვის ჰაერით, ფიჭვნარით, მცხუნვარე მზითა და თბილი ზღვით. უნიკალურია წვრილქვიშიანი ფართო პლაჟი, რომელიც დამრეცად ეშვება ზღვისკენ.

პლაჟები კეთილმოწყობილია, ზღვისპირა ზოლში ჩადგმულია კაფე-ბარები, ფუნქციონირებს სხვადასხვა ტიპის წყლის ატრაქციონი. ზღვისპირა პარკში უხვადაა სპორტული მოედნები, საზაფხულო კაფე-ბარები, ბუნგალოები თუ რესტორნები.

რბილი, ტენიანი, სუბტროპიკული კლიმატი რეკომენდირებულია როგორც დასვენებისთვის, ასევე სამკურნალოდ.

- გართობა
- სანახაობა და კულტურა
- სპა და სპორტი
- სად განთავსდე
- სად იკვებო


აღნიშნულ სიტუაციაში დეპარტამენტი წარმოადგენს მესამე პირს, რომელიც ვებ-საიტზე ათავსებს მოწოდებულ ინფორმაციას, შესაბამისად, არსებული ფასების, ცვლილებებისა და დამატებითი ინფორმაციის გადამოწმება უნდა მოხდეს უშუალოდ მომწოდებელთან.

გალერეა

კონტაქტი

საავტორო უფლებები დაცულია © 2013-2016 Gobatumi.com