ციხისძირი

ციხისძირი

დაშორება ბათუმიდან: 17 კმ

ვიზიტისთვის საუკეთესო დრო: ზაფხული, შემოდგომა

კურორტი ციხისძირი მდებარეობს ბათუმის ჩრდილოეთით, მისგან 17 კმ-ის დაშორებით. ის გაშენებულია ზღვის დონიდან 60-90 მ-ის სიმაღლეზე.

ციხისძირის ჰავის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ის ზღვისა და მთის ჰაერის ნარევს წარმოადგენს. აქ ზაფხულობით უფრო გრილა, ზამთარში კი უფრო თბილა, ვიდრე ბათუმსა და მახინჯაურში.

ციხისძირის ტერიტორია უძველესი დროიდან იყო დასახლებული. ის დასავლეთ საქართველოს, კერძოდ ეგრისის სამეფოს ისტორიული ციხე-ქალაქია ხელსაყრელი სამხედრო და ეკონომიკური მდებარეობის გამო. აქ, ჯერ კიდევ VI საუკუნეში, ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანემ ქალაქი გააშენა, რომელსაც პეტრა ეწოდებოდა. ქალაქის ტერიტორიაზე გადიოდა ვიწრო ზღვისპირა გზა, რომელიც დასავლეთ საქართველოს ბიზანტიასთან, ირანთან და სომხეთთან აკავშირებდა.

ციხისძირის მწვანით შემოსილ ფერდობებზე, მის ულამაზეს ბაღებსა და პარკებში, განლაგებულია დასასვენებელი სახლები, რესტორნები და კაფე-ბარები. პლიაჟები კეთილმოწყობილია, ხოლო ზღვაზე ფუნქციონირებს სასეირნო სატრანსპორტო საშუალებებიც.

- გართობა
- სანახაობა და კულტურა
- სპა და სპორტი
- სად განთავსდე
- სად იკვებო


აღნიშნულ სიტუაციაში დეპარტამენტი წარმოადგენს მესამე პირს, რომელიც ვებ-საიტზე ათავსებს მოწოდებულ ინფორმაციას, შესაბამისად, არსებული ფასების, ცვლილებებისა და დამატებითი ინფორმაციის გადამოწმება უნდა მოხდეს უშუალოდ მომწოდებელთან.

გალერეა

კონტაქტი

საავტორო უფლებები დაცულია © 2013-2016 Gobatumi.com