GoBatumi
ხევსურეთი

ხევსურეთი

მდებარეობა: ბათუმიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 460 კმ-ში

ხევსურეთი საქართველოს ერთერთი ულამაზესი მხარეა. ალპური ზონაში აღმართული მთები ულამაზეს პეიზაჟს ქმნის და მნახველზე დამატყვევებელ ეფექტს ახდენს.
ხევსურეთის მშვენებაა შატილი, კლდეზე შეფენილი უნიკალური სოფელი ერთდროულად საცხოვრებელიც იყო და ციხესიმაგრეც, იგი საუკუნეთა მანძილზე დარაჯობდა საქართველოს ჩრდილოეთ გადმოსასვლელებს. შატილის სტრატეგიულად დაგეგმილი არქიტეტქტურა მას მიუვალ და ყველაზე დაცულ ციხე-სიმაგრედ აქცევდა.

ხევსურეთის მეორე მშვენება, მისი ისტორიული მცველი და დარაჯია სოფელი მუცო. ოთხი საბრძოლო დანიშნულების ციხე-კოშკი და რამდენიმე ძველი ნასახლარია შემორჩენილი მუცოში. მისადგომად რთულ სოფელში შენარჩუნებულია ორიგინალური არქიტექტურა, მუცო პოპულარული ადგილია ტურისტებისა და მთამსვლელებისთვის.
 

თეგები: