„ღამის სერენადები“
გართობა 20:00

„ღამის სერენადები“

საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“-ს დამაარსებელი და უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელი, მსოფლიოში სახელგანთქმული მევიოლინე და დირიჟორი ლიანა ისაკაძეა. უკვე მეორე წელია მასთან ერთად ფესტივალს მუსიკოსი გიორგი ისაკაძე ხელმძღვანელობს. 

წელს „ღამის სერენადები“ აღდგენიდან მეთერთმეტედ გაიმართება. 25, 27 და 28 აგვისტოს ფესტივალს ბათუმის ახლად რესტავრირებული ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი უმასპინძლებს. 2 და 4 სექტემბერს საფესტივალო საღამოები თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გადაინაცვლებს. 

ფესტივალის საბაზო ორკესტრია ლიანა ისაკაძის ინიციატივით შექმნილი კამერული ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“.

ფესტივალის მთავარი დირიჟორია ვახტანგ მაჭავარიანი (საქართველო/გერმანია).
ფესტივალის მოწველი დირიჟორია პანტელის კოგიამისი (საბერძნეთი/ავსტრია).

წლევანდელი ფესტივალის საკონცერტო საღამოებზე მსოფლიო კლასიკის შედევრებს შეასრულებენ მსოფლიოში აღიარებული ისეთი მუსიკოსები, როგორებიც არიან: 
ნანა იაშვილი (ვიოლინო; საქართველო/გერმანია); ნინო სურგულაძე (მეცო-სოპრანო; საქართველო/იტალია); ანა-ლიზა ბეზროდნი (ვიოლინო, ინგლისი/ფინეთი); იან-ერიკ გუსტავსონი (ჩელო, ფინეთი); „ფორტე-ტრიო“ - ყაზახეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ტრიო; დავით შამანაური (საყვირი, საქართველო; კონსტანტინე ვარდელის სახელობის სიმებიანი კვარტეტი (საქართველო); ახალგაზრდა პიანისტი სანდრო ნებიერიძე (საქართველო). 

ფესტივალის დირექტორია ნინა ცაგარელი. 

ბილეთის ღირებულება: 10-40 ლარი
ბილეთების შეძენა: https://tkt.ge/Show/6909/ghamis-serenadebi 

ჩატარების თარიღი: 25-27-28/08/2019
დასაწყისი: 20:00
ჩატარების ადგილი: ბათუმის დრამატული თეატრი
მისამართი: რუსთაველის ქ. №1
FB: https://www.facebook.com/nightserenades/ 
Google Map: https://goo.gl/maps/SJKZzq4pptWHuZnQ6 

 

10.00 GEL
თეგები: