Events - GoBatumi
Black Sea Arena
გართობა 21:00

Black Sea Arena

Black Sea Arena ბენდ Thirty Seconds to Mars-ს უმასპინძლებს. Thirty Seconds to Mars ამერიკული როკ პროექტია, რომელიც 1998 წელს ორმა ძმამ, Jared Leto და Shannon Leto-მ შექმნა. ბენდის პირველი კომერციული წარმატება და აღიარება 2005 წელს გამოსულ ალბომს A Beautiful Lie უკავშირდება, რომელიც ისეთ ჰიტებს მოიცავდა, როგორებიცაა "Attack","The Kill", "From Yesterday" და "A Beautiful Lie“. 

2013 წელს, ალბომის Love, Lust, Faith and Dreams შემდეგ, ბენდმა 5 წლიანი პაუზა აიღო, რასაც მოჰყვა არტ პოპ და ელექტრონულ ჟღერადობაზე ორიენტირებული ალბომი America. სწორედ ამ ჩანაწერს მოჰყვა ჯგუფის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ტურნე, რომელის ფარგლებშიც Thirty Seconds to Mars საქართველოსაც ეწვევა.
სპირიტუალური და ფილოსოფიური თემებით დატვირთული სიმღერების და ენერგიული ცოცხალი შესრულებების წყალობით Thirty Seconds to Mars თანამედროვე მუსიკალური სივრცის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პროექტია.
ბილეთების გაყიდვა დაიწყება 20 მაისს, საიტებზე TKT.ge და Eventer.ge.

ბილეთის ღირებულება: 50-250 ლარი
ჩატარების თარიღი: 13/08/2019
კარის გახსნა: 19:00 

დასაწყისი: 21:00
ჩატარების ადგილი: ბლექ სი არენა
მისამართი: შეკვეთილი

50.00 GEL
თეგები:

მიმდინარე ღონისძიებები