Events - GoBatumi
Black Sea Arena
კონცერტები 19:00

Black Sea Arena

24 აგვისტოს, Check in Georgia და ბლექ სი არენა წარმოგიდგენთ ჯგუფ „სახის“ სოლო კონცერტს, „20 წელი სახესთან ერთად“. ღონისძიება ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს.

პოპულარულ ჯგუფს წელს დაარსებიდან 20 წელი შეუსრულდა. სპეციალურად „ბლექ სი არენას“ გრანდიოზული კონცერტისთვის შეიქმნა „სახის“ ბენდი, რეპერტუარს კი ემატება 10 ახალი სიმღერა, რომლებიც უკვე ჩაწერის პროცესშია. კონცერტის სპეციალური სტუმარი იქნება ჯგუფ Poetrv’N’Motion-ის წევრი - მაიკლ უილიამსი, რომელთან ერთადაც „სახემ“ ჩემო თბილის ქალაქოს ახალი ვერსია ჩაწერა. მასთანე ერთად კიდევ ორი ახალი სიმღერა შესრულდება. დამსწრე საზოგადოება კონცერტზე ახალ სიმღერებთან ერთად, ყველა ნაცნობ კომპოზიციასაც მოისმენს „სახის“ შემოქმედებიდან.

მონაწილეობენ: ჯგუფი „სახე“ (დათო ხუჯაძე; დათო ფორჩხიძე; ბორიკო შხიანი); Poetrv’N’Motion- მაიკლ უილიამსი; ბენდი: სანდრო სახამბერიძე, ლუკა თოფურია, ზურა კიკნაძე; აკაკი მაღალაძე; ზურა მახნიაშვილი. მოცეკვავეების ჯგუფი, სტუდია „სახის“ მოსწავლეები;

კარის გახსნა: 19:00 საათი

დასაწყისი: 21:00 საათი

ღირებულება: 5, 10, 15, 20, 30 ლარი

მისამართი: შეკვეთილი

5.00 GEL
თეგები:

მიმდინარე ღონისძიებები