Events - GoBatumi
ბათუმის დრამატული თეატრი
გართობა 19:00

ბათუმის დრამატული თეატრი

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი და ფონდი „ქართული გალობა“ ბათუმის დრამატულ თეატრში გამართავს კონცერტს „ჩვენებურების სიმღერა ინეგოლიდან“. საღამოზე შედგება კონსერვატორიის ოთხენოვანი გამოცემის, „ქართული მრავალხმიანობა დასავლეთ თურქეთში: პიტერ გოლდის ნაკვალევზე“-ს პრეზენტაცია. წიგნი გასულ წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისათვის გამოიცა.
საღამოზე წარმოდგენილი იქნება მე-19 საუკუნის ბოლოს თურქეთში, კერძოდ ინეგოლში (ბურსას პროვინცია, თურქეთი) გადასახლებული აჭარლების ფოლკლორული სიმღერები და ცეკვები. თურქეთში მცხოვრებ ქართველთა შორის ინეგოლის ქართველებმა ყველაზე კარგად შემოინახეს ტრადიციული სასიმღერო და საცეკვაო კულტურა. ამრიგად, ინეგოლი ის ოაზისია, სადაც შენახულია უძველესი აჭარული სიმღერები და ცეკვები, რომელთაც არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად აღიარების დიდი პოტენციალი გააჩნიათ.

ჩატარების ადგილი: ბათუმის დრამატული თეატრი
მისამართი: რუსთაველის ქ. №1
ჩატარების თარიღი: 17 აპრილი

დასაწყისი: 19:00 საათი
დასწრება თავისუფალია
ტელეფონი: 0422 27 31 80 | 0422 27 42 83 | +995 577 980 858

დასწრება თავისუფალია
თეგები:

მიმდინარე ღონისძიებები