Events - GoBatumi
„განდაგანა“
ფესტივალები გართობა 17:00

„განდაგანა“

? 13 - 14 ოქტომბერს, ბათუმი სოფლის ტურიზმის ტრადიციულ ფესტივალ „განდაგანა“-ს უმაპისნძლებს. ორი დღის განმავლობაში, სპეციალური დეკორაციებით მორთულ ევროპის მოედანზე მოსული სტუმრები აჭარულ სოფლებში ქალაქიდან გაუსვლელად იმოგზაურებენ?

ფესტივალზე ღია ცის ქვეშ წარმოდგენილი იქნება რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სოფლის ნობათით, კერძებით, სუვენირებითა და რეწვის ნიმუშებით, რაც ტურისტებსა და ტურისტულ სააგენტოებს წარმოდგენას შეუქმნით თუ რისი ნახვაა შესაძლებელი მაღალმთიან აჭარაში მოგზაურობისას.

✨ მოეწყობა სოფლად ტურიზმის, ეკოტურიზმისა და ღვინის ტურიზმის თემატური კუთხეები. გაიმართება აჭარის რეგიონში წარმოებული პროდუქციისა და საავტორი ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, ასევე უცნობი აჭარული კერძების პრეზენტაცია-დეგუსტაციები და ღვინის ტრადიციული დაწურვა. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება კულინარიული მასტერკლასები, მხიარული კონკურსები და შეჯიბრებები, დაგეგმილია მრავალფეროვანი საბავშვო აქტივობები. ევროპის მოედანზე მისული სტუმრების განწყობაზე კი ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფები და მუსიკალური ბენდები იზრუნებენ. ?

ფესტივალის პროგრამა

13 ოქტომბერი

  •  16:00 - 16:50 - ვოკალური ანსაბლი " ფესვები"
  •  16 50: 17:50 -  ვოკალური ანსაბლი ელსა და ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსაბლი "ბათუმი"
  •  17:50 - აჭარული კერძების პრეზენტავია - მასტერკლასი ბათუმის თოჯინების და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახემწიფო თრატრი - სპეკტაკლი "წითელქუდა"
  •  18:30 - 19:10 - სიმღერისა და ცეკვის ანსაბლი "ქობულეთი"
  •  19:10 - 21:00 - ბენდი "არა"
  •  21:00 - 22:30 - ბენდი "SVANSKH"

14 ოქტომბერი

  •  14:00 - 14:30 - ქორეოგრაფიული ანსაბლი "ბერმუხა"
  •  14:30 - 15:30 - ვოკალური ანსამბლი "ჭვანა"
  •  15:30 - 16:30 - ლაზური ვოკალური ანსამბლი "ათძალი" და ქორეოგრაფიული ანსამბლი "კოხა" ყურძნის დაწურვა საწნახელში 
  •  17:00 - 18:00 - სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი "არსიანი"
  •  18:00 - 19:30 - ბენდი "SEASIDE"

 

 

 

 

თეგები:

მიმდინარე ღონისძიებები