Events - GoBatumi
ბათუმის დრამატული თეატრი
გართობა 19:00

ბათუმის დრამატული თეატრი

ბათუმის დრამატული თეატრი წარმოგიდგენთ პიესას „ზაფხულის დღე“ - სევდიანი დრამა სლავომირ მროჟეკის პიესის მიხედვით. 
ანოტაცია:
პიესის ფაბულა: უიღბლო მამაკაცი თავის ჩამოხრჩობას გადაწყვიტავს ერთ განმარტოვებულ ადგილას. გამოჩნდება იღბლიანი მამაკაცი, ვისაც ასევე ჩაუფიქრებია თვითმკვლელობა; მის ცხოვრებას აზრი დაუკარგა მუდმივმა, "უპირობო" წარმატებამ. პიესის მესამე პერსონაჟის - ახალგაზრდა ქალის გამოჩენა უიღბლოსა და იღბლიანის მრავლამხრივ საინტერესო დისკუსიას, ტრადიციული სამკუთხედის სიუჟეტურ სიმძაფრეს სძენს. 
ვის აირჩევს ქალი სუიციდის ზღვარზე მისული უიღბლოსა და იღბლიანისაგან? - "ზაფხულის დღე" იგავური ფორმით გვაწვდის პასუხს ამ მარადიულ კითხვაზე.

ბილეთის ღირებულება: 8 ლარი
ჩატარების თარიღი: 23 მაისი
დასაწყისი: 19:00 საათი

ჩატარების ადგილი: ახალი სცენა
მისამართი: მელაშვილის ქ. №32
ტელეფონი: 0422 27 31 80 | 0422 27 42 83 | +995 577 980 858 | +995 577 980 886 | +995 555 366 399

8.00 GEL
თეგები:

მიმდინარე ღონისძიებები