Events - GoBatumi
ბათუმის დრამატული თეატრი
გართობა 19:00

ბათუმის დრამატული თეატრი

ბათუმის დრამატული თეატრი წარმოგიდგენთ პესას აქვსენტი ცაგარელის კომედიის მიხედვით, ორ მოქმედებად: 
ავქსენტი ცაგარელის „ხანუმა“ განსაკუთრებით იზიდავს მაყრებელს პერსონაჟთა კოლორიტული ბუნებითა და კომედიური ჟანრის ოსტატურად მოხმობილი ხერხებით.
პიესა მსოფლიოს არაერთ სცენაზე განხორციელებულა სხვადასხვა ინტერპრეტაციით. „ხანუმა“-ს თავისებურ, ორიგინალურ გააზრებას სთავაზობს დამდგმელი რეჟისორი ანდრო ენუქიძეც, რომელიც სრულიად მოულოდნელ, მრავალმხრივ საინტერესო ფუნქციას შესძენს „კნიაზ“ ვანო ფანტიაშვილს. 
რა ხილვა ეწვევა ხანუმასგან გაცუცურაკებულ თავადს?
პასუხს ამ კითხვაზე ბათუმის დრამატული თეატრის სცენაზე იხილავს მაყურებელი.

ბილეთის ღირებულება: 17, 15, 10, 8, 5 ლარი
ჩატარების თარიღი: 25 მაისი
დასაწყისი: 19:00 საათი

ჩატარების ადგილი: ბათუმის დრამატული თეატრი
მისამართი: რუსთაველის ქ. №1
ტელეფონი: 0422 27 31 80 | 0422 27 42 83 | +995 577 980 858

 

5.00 GEL
თეგები:

მიმდინარე ღონისძიებები