Events - GoBatumi
აჭარის ხელოვნების მუზეუმი
კულტურა 00:00

აჭარის ხელოვნების მუზეუმი

26 იანვარს, 16:00 საათზე აჭარის ხელოვნების მუზეუმში გაიხსნება მხატვარ აკაკი ძნელაძის 60 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა, სახელწოდებით „ხაზები“. ექსპოზიციაზე ავტორი წარმოადგენს სხვადასხვა ჟანრის (ნიუ, პორტრეტი, პეიზაჟი) გრაფიკულ ჩანახატებს, რომლებიც საშუალებას იძლევა დავინახოთ მისი აკადემიური ხელწერის მრავალფეროვანი ნიუანსები. საინტერესოა, რომ საგამოფენო სივრცეში მხატვარი დამთვალიერებლის წინაშე გამოიტანს ერთადერთ ფერწერულ ტილოს - „სალომეა“, რომელშიც იგი ცნობილი ბიბლიური სიუჟეტის თავისებურ ინტერპრეტაციას იძლევა- ლანგარზე დადებული იოანე ნათლისმცემლის მოკვეთილი თავის სახით ა.ძნელაზე მაყურებელს სიმბოლურ ავტოპორტეტს სთავაზობს.

დასწრება: 2 ლარი

ტელეფონი: 0422 27 38 94 / 0422 27 64 44

თეგები:

მიმდინარე ღონისძიებები