Events - GoBatumi
აგრო
ფესტივალები გართობა 12:00

აგრო

აგრო-სასურსათო პროდუქციისა და ტექნოლოგიების მე-9 საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვა
2019 წლის 3 ოქტომბერს, ქალაქ ბათუმში, სპორტულ ცენტრში, კომპანია 
“GEONET EXPO–ს“ ორგანიზებით გაიმართება აგრო-სასურსათო პროდუქციის და ტექნოლოგიების მე-9 საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვა „Agro Batumi 2019”. 
"GEONET EXPO" საქართველოში ერთ-ერთი პირველი საგამოფენო კომპანიაა და ბათუმში გამოფენების ორგანიზებით ხელს უწყოს რეგიონში ამ სფეროს განვითარებას. „Agro Batumi 2019” ფართო მასშტაბის მატარებელია, ის წლიდან წლამდე უფრო მიმზიდველი და შედეგის მომტანი ხდება. მონაწილე კომპანიებს სამი დღის განმავლობაში საშუალება ეძლევათ საკუთარი პროდუქცია ფართომომხმარებლებს გააცნონ და ამავდროულად რეკლამირებაც გაუწიონ. გამოფენაში მონაწილეობენ კომპანიები შემდეგი ქვეყნებიდან: საქართველო, თურქეთი, უკრაინა, ირანი. გამოფენის მიმდინარეობისას იგეგმება სარეკლამო და საინფორმაციო ტურები, პრეზენტაციები, შეხვედრები მასმედიის წარმომადგენლებთან. 

დასწრება თავისუფალია

ჩატარების თარიღი: 11-13/10/2019
დასაწყისი: 11 ოქტომბერი - 12:00 საათი; 12,13 ოქტომბერი - 10:00 საათი

ჩატარების ადგილი: სპორტული ცენტრი
მისამართი: ლადო ასათიანის ქ. №27
ტელეფონი: +995 597 46 88 56 / +995 599 46 88 56

ვებ-გვერდი: www.expobatumi.ge
FB: https://www.facebook.com/expobatumi/ 
ელ-ფოსტა: info@geonetexpo.ge 

 

ორგანიზატორი: GEONET EXPO

დასწრება თავისუფალია
თეგები:

მიმდინარე ღონისძიებები