Events - GoBatumi
Batumi Build 2019
გართობა 12:00

Batumi Build 2019

სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების მე-9 საერთაშორისო გამოფენა „Batumi Build 2019” 2019 წელს, 6-8 დეკემბერს, სასტუმრო „შერატონში“ გაიმართება.
გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური კომპანიები. ეს ღონისძიება მონაწილე კომპანიებს საშუალებას მისცემს გააცნონ თავიანთი პროდუქცია, გაცვალონ ბიზნეს კონტაქტები, გაეცნონ სამშენებლო და დიზაინის სფეროში არსებულ სიახლეებსა და ახალ ტექნოლოგიებს.
გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ კომპანიები შემდეგი ქვეყნიდან: აზერბაიჯანი; თურქეთი; ირანი; სომხეთი; პოლონეთი; უკრაინა; რუსეთი და სხვა.

დასწრება თავისუფალია

ჩატარების თარიღი: 06-08/12/2019
დასაწყისი: 6 დეკემბერი - 12:00 საათი; 7,8 დეკემბერი - 10:00 საათი

ჩატარების ადგილი: სასტუმრო „შერატონი“
მისამართი: რუსთაველის ქ. №28
ტელეფონი: +995 597 46 88 56 / +995 599 46 88 56

ვებ-გვერდი: www.expobatumi.ge
FB: https://www.facebook.com/expobatumi/ 
ელ-ფოსტა: info@geonetexpo.ge 

 

ორგანიზატორი: GEONET EXPO

დასწრება თავისუფალია
თეგები:

მიმდინარე ღონისძიებები