Events - GoBatumi
ბათუმი ფოტოდღეები
კულტურა 23:23

ბათუმი ფოტოდღეები

2018 იქნება პირველი წელი, როდესაც ფოტოდღეების ფესტივალი მიიღებს უფრო მრავლისმომცვლელ სახეს, ამ წელს ბათუმი ფოტოდღეების თემა იქნება se@ experience - შეიძლება ითარგმნოს როგორც „ნახე  გამოცდილება“ ან „ზღვა გამოცდილება“- ეს კონცეფცია დაფუძნებულია განსხვავებული ხედვისა და ღრმა განცდის  უნარზე, ზღვა- როგორც სუბსტანციის სიმბოლო, გარემოსი ან  პირადი ჰორიზონტის.

ამ ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ძირითადი გამოფენა ბათუმის შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ, ბულვარში, სკამებზე განთავსდება მთავარი გამოფენის ფარგლებში შერჩეული განცხადება/წინადადება და ფოტოსურათები. ძირითადი გამოფენის პარალელურად გაიმართება კიდევ სამი გამოფენა, ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში, ხოლო აჭარის ხელოვნების მუზეუმის გალერეაში მოეწყობა სხვადასხვა ქართული და უცხოური გამოფენები.

ასევე, დაგეგმიალია ქართული,პოლონური და სხვა ფოტოგრაფიის საუკეთესო საერთშორისო მაგალითების ღამის ჩვენებები, რომლებიც 3 ღამის განმავლობაში გაიმართება. 

ძირითად პროგრამასთან ერთად, გახსნისა და დახურვის ცერემონიალები მონაწილეებსა და სტუმრებს ქართული ელექტრონული მუსიკით მდიდარ, განსაკუთრებელ და დასამახსოვრებელ ღამეებს ჰპირდება.

თეგები:

მიმდინარე ღონისძიებები