Events - GoBatumi
ბათუმის შავი ზღვის ხელოვების ფესტივალი
გართობა 20:00

ბათუმის შავი ზღვის ხელოვების ფესტივალი

ბათუმის შავი ზღვის ხელოვების ფესტივალი - საქართველოს კულტურის ფანჯარა მსოფლიოში ! 
2019 წლის 1-10 სექტემბერს, ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდი „ლირა“, საქართველოს სახელმწიფო შესყიდვებითა და საქართველოს პრეზიდებტის პატრონაჟით მართავს ბათუმის რიგით მე-7 შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალს !
ქართველი პიანისტის, იუნესკოს არტისტის ელისო ბოლქვაძის მოწვევით, ბათუმს მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები ეწვევიან. 10 დღის განმავლობაში ზღვისპირა ქალაქს მოეფინება კლასიკური მუსიკის ჰანგები. 
ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი დაარსების დღიდან, ახალგაზრდა ქართველი ტალანტების ხელშეწყობაა, რაც მას აძლევს განსაკუთრებულ იდენტობასა და მნიშვნელობას. მასტერკლასების ფორმატში ხდება საგანმანათლებლო პროგრამების ინტეგრირება ინოვაციური მეთოდებით, რაც ახალგაზრდების მუსიკალურ - კრეატიულ ცნობიერებას ეფექტურად ამაღლებს. 

საქართველოს რეგიონების ყველა კუთხიდან მუსიკოსებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება. გამორჩეულები კი მიწვეულნი არიან საზღვარგარეთ საერთაშორისო პროგრამებში და კონცერტებში მისაღებად. დაგეგმილია ასევე, საქართველოს კულტურის სამინისტროსთან ერთად, 300-მდე ახალგაზრდის მონაწილეობით, მუსიკალური არტ-ბანაკის ჩატარება ზოგადი კულტურის გასამდიდრებლად. 
ბათუმის ფესტივალი საქართველოში ერთადერთი კულტურული ღონისძიებაა, რომელმაც მოიპოვა იუნესკოს მაღალი პატრონაჟი. მას უცხოური მედია, მსოფლიოში საქართველოს კულტურის ფანჯარას უწოდებს.

ბილეთის ღირებულება: 10-20 ლარი
ბილეთების შეძენა: https://tkt.ge/Show/7066/batumis-shavi-zghvis-khelovnebis-festivali 

ჩატარების თარიღი: 1-10/09/2019
დასაწყისი: 20:00
ჩატარების ადგილი: ბათუმის დრამატული თეატრი
მისამართი: რუსთაველის ქ. №1 

ვებ-გვერდი: http://www.batumifest.ge/home/geo 
ელ-ფოსტა: lyrafondation@yahoo.com / lyrafondation@yahoo.com 
Google Map: https://goo.gl/maps/A6qKnhMhxpt72XY67 

თეგები:
1 სექტემბერი

მიმდინარე ღონისძიებები