Events - GoBatumi
Black Sea Arena
კონცერტები 21:00

Black Sea Arena

4 აგვისტოს 21:00 საათზე, Check In Georgia-ს ფარგლებში, ბლექ სი არენა წარმოგიდგენთ აშშ-ში მოღვაწე ბრწყინვალე ქართველი პიანისტისა და კომპოზიტორის, გიორგი მიქაძის პროექტს „ვოისა“. კონცერტი ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს. 

Voisa - არის უნიკალური პროექტი, რომლითაც მსოფლიომ საქართველო გაიცნო. ის ქართულ ფოლკლორსა და თანამედროვე მუსიკალურ მიმართულებებს საინტერესოდ აერთიანებს და ერთნაირად არის მიმზიდველი, როგორც ქართველი, ისე უცხოელი მსმენელისთვის. მისი პრეზენტაცია 2016 წელს ნიუ იორკში, პრესტიჟულ საკონცერტო სივრცეში Shape Shifter Lab შედგა, 2017 წლის 14 ივნისს კი ფართო საზოგადოებას პეკინის საკონცერტო დარბაზში წარუდგინეს. 

კავკასიის რეგიონის ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული საკონცერტო დარბაზის, ბლექ სი არენას სცენაზე წარსდგებიან: პროექტის ავტორი - გიორგი მიქაძე; ანსამბლი „ბასიანი“ და All –star band რეიდარ ელისის, ანტუან კატსის, შაჰარ ელნათანის, ზაკ მალინსის, ფერნანდო საჩის, დიტო საკანდელიძისა და რონი ეითანის შემადგენლობით. პროექტის ნოვატორული დადგმა ხორც ხორციელდება ბასა ფოცხიშვილის რეჟისურით.

კარის გახსნა: 19:00
ფასი: 10, 15, 25, 30, 60 ლარი
მისამართი: შეკვეთილი

 

10.00 GEL
თეგები:

მიმდინარე ღონისძიებები