16 აგვისტოს, Check in Georgia და Black Sea Arena წარმოგიდგენთ ლეგენდარული ქართველი მომღერლის, ნანი ბრეგვაძისა და ამერიკელი მესაყვირის, კრის ბოტის კონცერტს. ღონისძიება ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს ! ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი სოლისტებთან ერთად შეასრულებს ყველასათვის ცნობილ და საყვარელ მელოდიებზე ნიკოლოზ რაჭველის მიერ შექმნილ ორიგინალურ ვერსიებს !
მონაწილეობენ: ნანი ბრეგვაძე; ეკა მამალაძე; ნატალია ქუთათელაძე; სტეფანე მღებრიშვილი; ბათუმის მუსიკალური ცენტრის სახელმწიფო კაპელა.
სპეციალური სტუმარი: მსოფლიოში აღიარებული მესაყვირე კრის ბოტი.
კარის გახსნა: 19:00 საათი
დასაწყისი: 21:00 საათი
ღირებულება: 20, 25, 30, 75 ლარი
ბილეთების შეძენა: www.tkt.ge
მისამართი: შეკვეთილი