ფოტოების დიალოგი
გართობა 03:00

ფოტოების დიალოგი

17 თებერვალს ქართველი და პოლონელი ფოტოგრაფების ერთობლივი გამოფენა ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში. „ფოტოების დიალოგი“ - პოლონელი ფოტოგრაფების აჭარაში, ხოლო ქართველების ქვემო სილეზიაში მოგზაურობის შედეგებსა და თავისებურებებს ასახავს. ღონისძიება პოლონურ-ქართული კულტურის ფესტივალის ფარგლებში იმართება

ფესტივალის მთავარი მიზანი საქართველოსა და პოლონეთს შორის კულტურის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაა.2 რეგიონი აჭარა და ქვემო სილეზია მათი განსაკუთრებული მახასიათებლების გამო შეირჩა.

 ამავე ფესტივალის ფარგლებში 2017 წლის დეკემბერში ქართველი და პოლონელი ხელოვანების ფოტოები უკვე გამოიფინა ქვემო სილეზიის უდიდეს საგამოფენო სივრცეში, ქალაქ ვროცლავის FOTO-GEN გალერეაში. ქართველი დამთვალიერებელი კი პროექტის შედეგებს 17 თებერვალს ბათუმში ნახავს.

თეგები: