Events - GoBatumi
ჯაზ ფესტივალი
გართობა 20:00

ჯაზ ფესტივალი

ისთერნ პრომოუშენსი და თიბისი სტატუსი წარმოგიდგენთ
შავი ზღვის რიგით მე-13  ჯაზ ფესტივალს


18-20 ივლისის ბათუმი შავი ზღვის რიგით მე-13 ჯაზ ფესტივალს უმასპინძლებს. წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობენ: კორი ჰენრი (CORY HENRY & The Funk Apostles (USA));  ჯგუფი მოკუმოკუ (MokuMoku (GEO)), ფანკ-ჯგუფი „Kraak & Smaak“, ინკოგნიტო (INCOGNITO (UK)), ფესტივალის ოფიციალური რეზიდენტ Dj არის არტისტი დავით მაჩაიძე - DJ. MACHAIDZE.
ფესტივალი 18 ივლისს ტრადიციულად ბათუმის ჩოგბურთის კლუბში ჩატარდება. პირველ საფესტივალო დღეს კონცერტს კორი ჰენრი და ბენდი - „The Funk Apostles“ გამართავენ. 19 ივლისს, ჯაზ-ფესტივალის მეორე დღეს, მსმენელის წინაშე ჯერ ჯგუფი MOKUMOKU წარდგება, რომლის შემდეგაც სცენას ჰოლანდიური ფანკ-ჯგუფი „Kraak & Smaak“ დაიკავებს. ფესტივალს 20 ივლისს ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფი - „ინკოგნიტო“ დახურავს.
შავი ზღვის რიგით მე-13 ჯაზ ფესტივალის ფესტივალის სპონსორია ვიზა; ოფიციალური სასმელია კოკა-კოლა.
ბილეთები იყიდება ონლაინ TKT.GE-ზე. თიბისი სტატუსის მომხმარებლებისათვის ონლაინ და სალაროში შეძენილ ბილეთებზე 20% ქეშბექი იმოქმედებს.

ფესტივალის მხარდამჭერია: აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. 
ფესტივალი “Check in Georgia”-ს ფარგლებში ტარდება.
ფესტივალის მედიამხარდამჭერები: ტელეკომპანია იმედი, არტარეა, Music Box, The Financial, Georgia TODAY, OK, Marketer, ნეტგაზეთი, ბათუმელები, რადიო ფორტუნა, რადიონ NRJ, რადიო უცნობი, STAR FM, რადიო „პოზიტივი“. 

ბილეთის ღირებულება: დღიური: დასადგომი - 100; VIP - 200 ლარი; აბონემენტი - დასადგომი-250 ლარი; VIP- 500 ლარი. 
ბილეთების შეძენა: https://tkt.ge/Show/6927/shavi-zghvis-jaz-festivali 

ჩატარების თარიღი: 18-19-20/07/2019
დასაწყისი: 20:00
ჩატარების ადგილი: ბათუმის ჩოგბურთის კლუბი

მისამართი: ბათუმის ბულვარი
ტელეფონი: 0322 99 05 99 
ელ-ფოსტა: eastern@caucasus.net 

ვებ-გვერდი: http://tbilisijazz.com/black-sea-jazz-festival-calendar/ 
Google Map: https://goo.gl/maps/9sApcrgnhTpJAsow5 
Eastern Promotions and TBC Status Presents
13th Black Sea Jazz Festival

100.00 GEL
თეგები:

მიმდინარე ღონისძიებები