Events - GoBatumi
ხილის ფესტივალი
გართობა კულტურა 13:00

ხილის ფესტივალი

25 ნოემბერს, 13:00 საათზე, ბათუმის ბოტანიკური ბაღი გეპატიჟებათ უკვე ტრადიციად ქცეულ ხილის ფესტივალზე. წარმოდგენილი იქნება 33 სახეობის ციტრუსი, ასევე ხეხილ-კენკროვნები, ბაღის ფიტოგეოგრაფიული განყოფილებების ეგზოტური ხილი და კაკლოვნების მრავალფეროვნება. დამთვალიერებელს საშუალება მიეცემა შეიძინოს ბაღის სანერგეში გამოყვანილი ციტრუსის ნერგები. 
ფესტივალში მონაწილეობენ საზოგადოებრივი კოლეჯი ,,ახალი ტალღა" და მეწარმეები, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა სახის წვენებს, ჯემებს, მურაბებსა და მანდარინის ,,ჩიფსებს".

გაატარე ერთი დაუვიწყარი ფერადი დღე ბათუმის ბოტანიკურ ბაღში და ისიამოვნე შემოდგომის ნობათით.

ფესტივალი გაიმართება ზედა პარკის ახალ პანორამულ გადასახედზე. უახლოესი შემოსასვლელი ,,მწვანე კონცისა" და ე.წ. უღელტეხილის სალაროები.

25 ნოემბერს ბათუმის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე შემოსვლა ნებისმიერი დამთვალიერებლისათვის უფასოა.

თეგები:

მიმდინარე ღონისძიებები