Events - GoBatumi
პიანინო
გართობა 19:00

პიანინო

2 და 3 სექტემბერს, კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციის მიზნით, ჯულიარდის კონსერვატორიის კურსდამთავრებული, ცნობილი ახალგაზრდა პიანისტი დავით ალადაშვილი, კომპანია „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ და „მაგთი“ მუსიაკლური ტურნეს „პიანინოს“ ფარგლებში აჭარას ეწვევა.

დავით ალადაშვილი, ორი კვირის განმავლობაში, მოძრავ სცენაზე დამონტაჟებული პიანინოთი მთელს საქართველოში იმოგზაურებს და 50-მდე კონცერტს ჩაატარებს. 

კონცერტზე დასწრება უფასოა.

ეს იქნება დიდი ზომის წითელი მოძრავი მანქანა, რომელიც რეგიონიდან რეგიონში გადაინაცვლებს, წინასწარ შერჩეულ ადგილას ტრანსფორმირდება სცენად და ღია ცის ქვეშ ყველა დაინტერესებულ მსმენელთან მიიტანს კლასიკურ მუსიკას. 

პროექტის მთავარი მიზანია ჩვენი საზოგადოების ფართო მასებს, საქართველოს ყველა რეგიონში მივაწვდინოთ ცოცხალი, კლასიკური მუსიკის ხმა.

ღონისძიების პარტნიორია Art House - The Place To Meet

2 სექტემბერი - აჭარა:

  • 20:00 - ქობულეთი
  • 22:00 - ბათუმი

 3 სექტემბერი - აჭარა:

  • 15:00 - ბათუმი (ფერიის მთა)
  • 19:00 -ბოტანიკური ბაღი
დასწრება თავისუფალია
თეგები:

მიმდინარე ღონისძიებები