Events - GoBatumi
პოლონური აკრობატული თეატრი "ოცელოტი" ქ. ბათუმში
კულტურა 20:30

პოლონური აკრობატული თეატრი "ოცელოტი" ქ. ბათუმში

2018 წლის 10 აგვისტოს 20:30 საათზე ბათუმის საზაფხულო თეატრში საოცარი სანახაობა გელოდებათ 

პოლონური აკრობატული თეატრი "ოცელოტი" წარმოგიდგენთ უილიამ შექსპირის პიესას "ზაფხულის ღამის სიზმარი" ❗️

„ზაფხულის ღამის სიზმარი“** უილიამ შექსპირის დაბადების 451 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში დაიდგა. სპექტაკლი მოიცავს აკრობატულ ელემენტებს და გვიჩვენებს მსახიობების საოცარ ტექნიკურ უნარ-ჩვევებს. მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლში სიტყვები თითქმის არ არის მთელი დადგმა უილიამ შექსპირის თავდაპირველი ადაპტაციაა შემოქმედებითი გუნდის ცეკვისა და პანტომიმური უნარ-ჩვევების წყალობით. 

ოცელოტის დასის მიერ წარმოდგენილი უილიამ შექსპირის “ზაფხულის ღამის სიზმარი" არის ლამაზი, შთამბეჭდავი და ტექნიკურად გამომწვევი შოუ, სადაც ახალი თეატრის "თანამედროვე ცირკის" სტილის ჯადოსნური სანახაობა ერწყმის უსიტყვოდ ბრწყინვალედ გადმოცემულ ისტორიას. 

? ამ შოუს წყალობით გდანსკის შექსპირის თეატრის მიერ ორგანიზებული შექსპირის 451-ე დაბადების დღისადმი მიძღვნილი ფესტივალი განსაკუთრებით წარმატებულად ჩაითვალა.

❗️მხოლოდ ერთი დღე ❗️ დასწრება თავისუფალია
 

დასწრება თავისუფალია
თეგები:

მიმდინარე ღონისძიებები