Events - GoBatumi
სამშენებლო მასალებისა და ტექნოლოგიების მე–8 საერთაშორისო გამოფენა ბათუმში
გართობა 14:22

სამშენებლო მასალებისა და ტექნოლოგიების მე–8 საერთაშორისო გამოფენა ბათუმში

7-9 დეკემბერს, ქალაქ ბათუმში, სასტუმრო „ეუფორია“ გაიმართება, „BATUMI BUILD 2018“
ბათუმის მე-8 საერთაშორისო სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების გამოფენა - გაყიდვაში მონაწილეობენ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური კომპანიები. გამოფენა საშუალებას მისცემს მონაწილე კომპანიებს გააცნოს თავისი პროდუქცია, გაცვალოს ბიზნეს კონტაქტები, გაეცნოს სამშენებლო და დიზაინის სფეროში არსებულ სიახლეებს და ახალ ტექნოლოგიებს.

გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ კომპანიები შემდეგი ქვეყნებიდან: აზერბაიჯანი, თურქეთი, ირანი, სომხეთი, პოლონეთი,უკრაინა, რუსეთი და სხვა.

"BATUMI BUILD 2018" მხარდამჭერებია: აჭარის ა.რ. მთავრობა, აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია,თბილისის სავაჭრო-სამრეწველო პალატა. აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია, ICC Georgia, "აჭარის ტელევიზია" და "TV 25" – მედია მხარდამჭერი, გაზეთები - "გაზეთი აჭარა” და ბათუმელები, სარეკლამო კომპანია ოლპრინტი.

მისამართი: ლეხ და მარია კაჩინსკების ქ. №1
ტელეფონი: + 995 599 46 88 56

თეგები:

მიმდინარე ღონისძიებები